NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ხელისუფლება ცდილობს, გადაფაროს ფაქტი, რომ წელიწად-ნახევარზე მეტია არ იძიებს მაჩალიკაშვილის მკვლელობას

ხელისუფლება ცდილობს, გადაფაროს ფაქტი, რომ წელიწად-ნახევარზე მეტია არ იძიებს მაჩალიკაშვილის მკვლელობას

10 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 952 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სუს-ში დაწყებულ გამოძიებას ოპოზიცია პანკისში მოკლული ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვის მცდელობად აფასებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა ხელისუფლებას 19 წლის მოზარდის საქმის გამოძიების გაჭიანურების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ პროკურატურა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს.

ბოკუჩავას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.

„აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს, გადაფაროს ის ფაქტი, რომ წელიწად-ნახევარზე მეტია, ხელისუფლება არ იძიებს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას. ჩვენ ამიტომ ვითხოვთ, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, იმიტომ, რომ დღევანდელ პროკურატურას საზოგადოება არ ენდობა. ეს არის პროკურატურა, რომელიც ასრულებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დავალებებს,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

სუს-ი გამოძიებას ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობის მუხლით აწარმოებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს. საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს.

კომენტარები

2019-05-10
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თუ ხელისუფლებამ არ იმოქმედა პროფესიონალურად, განმტკიცდება აზრი, რომ ეს კეთდება მაჩალიკაშვილის მკვლელობის არგამოძიებისთვის

შემდეგი სტატია

საფრანგეთის და საქართველოს აეროპორტებში მიგრაციის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა გაიზრდება – შს უწყებების პრევენცია უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ

მსგავსი სტატიები

„რა გააწყალა ამ ფრიდომა თუ ფრიდონა ჰაუსმა საქმე? წავიდეს მაგის ენდიაი და აირაი დედაც“

13 აპრ 2018
ნაცვლიშვილი: თუ არ იცის ნიკოლოზ სამხარაძემ და თანაგუნდელები უმალავთ ინფორმაციას, მე ვეტყვი …

ნაცვლიშვილი: თუ არ იცის ნიკოლოზ სამხარაძემ და თანაგუნდელები უმალავთ ინფორმაციას, მე ვეტყვი …

ირაკლი შალიკაშვილი 14 დეკ 2021

TI: საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10 თანამდებობის პირს აქვს კავშირი ბიზნესთან

06 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge