NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე – არასამთავრობოები სუს-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დადგენას ითხოვენ

მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე – არასამთავრობოები სუს-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დადგენას ითხოვენ

10 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 802 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სუს-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი ავთენტურობის და მასში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას ითხოვენ.

მესამე სექტორში თვლიან, რომ სუს-ი ისევე, როგორც პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის, ასევე მისი მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ მწირ ინფორმაციას ასაჯაროებენ, რაც საზოგადოებაში პასუხგაუცემელ კითხვებს ტოვებს.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ არალოგიკურია, როდესაც სუს-ი გასულ წელს დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებას უფრო მეტ ინფორმაციას არ აწვდის.

ამას გარდა, საია-ს ხელმძღვანელი მაჩალიკაშვილის ადვოკატებისთვის გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს კრიტიკულად აფასებს.

Image result for სულხან სალაძე

„ლოგიკური იქნებოდა, რომ უსაფრთხოების სამსახურს მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის. როდესაც სუს საუბრობს იმაზე, რომ დაბეჯითებით აქვთ ეს ინფორმაცია და მათ ზუსტად იციან, რომ 23 მარტს ნამდვილად იყო ასეთი საუბარი კონკრეტულ პირებს შორის, ცხადია, მაშინ უნდა გვითხრან, რას ემსახურება მხოლოდ ამ ინფორმაციის გასაჯაროება, ერთი და მეორე, თუ ამ ადამიანის როლი და მონაწილეობა ამ პროცესში და ეს რეალური დაგეგმვა იყო და მართლა ხდებოდა ამ პროცესების წარმართვა იმ მხარეს, რომ კონკრეტული ტერაქტი ყოფილიყო ჩადენილი, როგორც თავად აცხადებენ, ასეთ შემთხვევაშიც ცხადია უნდა იყოს მიღებული სხვა ზომებიც.

„ცუდია ძალიან ის, რომ გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი ადვოკატს და ერთ-ერთ გამოკითხულ პირს უკვე, ეს ნიშნავს, რომ პროკურატურას, გამოძიებას ექნებათ საშუალება ისაუბრონ მათთვის სასურველ ინფორმაციაზე, ხოლო მეორე მხარე ვერ ისაუბრებს ღიად,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, ინფორმაციის არარსებობა წარმოადგენს.

Image result for გიორგი მშვენიერაძე

„სამწუხაროდ, ამ საქმესთან დაკავშირებით არის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან მიმართებაში, ასევე ამ საქმესთან მიმართებაში, საზოგადოებას აქვს ძალიან ბევრი კითხვა და ჩვენ ვიღებთ პასუხებს ეპიზოდურად, იმას რაც სახელმწიფოს სურს, რომ საზოგადოებამ იცოდეს… თავად ბატონი ვახა უარყოფს ამ ჩანაწერის ავთენტურობას, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ მან ასე განაცხადა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენ დადასტურებულად ვიცოდეთ, როგორც ამ საუბრის ავთენტურობა, ასევე მასში მონაწილე სუბიექტების იდენტიფიცირება იყოს დადასტურებული,“ – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

სუს-ი გამოძიებას ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობის მუხლით აწარმოებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს. საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს.

კომენტარები

2019-05-10
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უვადო მოსამართლეების დანიშვნის წესი – ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

შემდეგი სტატია

ინტერესთა კონფლიქტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევისას – არასამთავრობოები ახალდამტკიცებულ კანონს აკრიტიკებენ

მსგავსი სტატიები

ზურა ჯაფარიძე: იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციელებმა განყოფილებაში გადაიყვანეს

სოსო ელისაშვილი 20 ოქტ 2018
უგულავა პარლამენეტის შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

უგულავა პარლამენეტის შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

04 თებ 2018
საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა

ირაკლი შალიკაშვილი 08 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

    ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

  • ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

    ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

  • მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

  • მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

    მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

  • გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

    გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

  • 2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

    2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

  • გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

    გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

  • ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

    ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

  • როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

    როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

  • სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

    სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge