NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია – პანკისელები სოფელ დუისში ზუსტად 15:00 საათზე შეიკრიბებიან

მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია – პანკისელები სოფელ დუისში ზუსტად 15:00 საათზე შეიკრიბებიან

10 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 947 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია – პანკისელები ზუსტად 15:00 საათზე, სოფელ დუისში, მაჩალიკაშვილის დაკითხვის პარალელურად შეიკრიბებიან.

აქციაზე სპეციალური განცხადება გაკეთდება. ადგილობრივების თქმით, ხეობისთვის 19 წლის თემირლანის მკვლელობის ობიექტურად გამოძიებაა უმთავრესი.

მათივე განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებით, სუს-ი ვერ შეძლებს ამ თემის გადაფარვას.

„ვიკრიბებით, ეს უბრალოდ იქნება ხალხის პოზიციის გახმოვანება. მალხაზ მაჩალიკაშილის საქმესთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში რაც ხდება, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება.  მალხაზ მაჩალიკაშვილი გაგიჟებამდე მიიყვანეს. ამას ნამდვილად ვამჩნევთ, ვხედავთ და ვფიქრობ, რომ აუცილებელიც არის ამაზე რაიმე სახის რეაგირება. როდესაც ასეთი ქეისებია, თუნდაც როგორიც თემირლანისქეისია, რა სახის ნდობა შეიძლება გვქონდეს,“-აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი.

მხარდამჭერ აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებიც შეუერთდებიან. იმ შემთხვევაში კი თუ გამოკითხვის შემდეგ, შვილმოკლული მამას დააკავებენ, ისინი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გადაინაცვლებენ და მალხაზ მაჩალიკაშვილს ჩაანაცვლებენ.

„თუ ჩემი შვილი დააკავეს, მე ნამდვილად ან მთავრობა მომკლავს ან პარლამენტის წინ ვიქნები. სუს-მა, თვით იმათმა იციან, რომ ნამდვილად უდანაშაულოდ მოკლეს ის ბავშვი და კიდევ აწამებენ ამ ჩემს შვილს. ჩემს ოჯახში იარაღი და რამე არ ვიცით, საერთოდ ტერორიზმი რა იყო არ ვიცოდით. თვითონ ისინი არიან ტერორისტები,“-ამბობს მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილის დედა ელენე მაჩალიკაშვილი.

სუს-ი გამოძიებას ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობის მუხლით აწარმოებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს. საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს.

კომენტარები

2019-05-10
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს მეგობართა დელეგაციას შეხვდა

შემდეგი სტატია

ნაძალადევის რაიონში კოროზიული გაზსადენი იცვლება

მსგავსი სტატიები

„გიორგი სალაყაია საზოგადოებას ატყუებს, ის არასდროს ყოფილა კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი“

„გიორგი სალაყაია საზოგადოებას ატყუებს, ის არასდროს ყოფილა კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი“

სოსო ელისაშვილი 19 მარ 2018
კვირიკაშვილი: ვულოცავ მთელ საქართველოს რეფერენდუმის დღეს

კვირიკაშვილი: ვულოცავ მთელ საქართველოს რეფერენდუმის დღეს

სოსო ელისაშვილი 31 მარ 2018
მთავრობა თუშეთის 10 ციხე–სოფლის რეაბილიტაციას გეგმავს

მთავრობა თუშეთის 10 ციხე–სოფლის რეაბილიტაციას გეგმავს

04 მაი 2018

უახლესი ამბები

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

  • სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

    სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

  • სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

    სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

  • კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

    კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

  • შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

    შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge