მახათას მთაზე ახალი სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი აშენდება.
შესაბამისი მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. მას ხელი პრემიერმა, პატრიარქმა და საზოგადოების – „ივერიისა“ თავმჯდომარემ მოაწერეს.
დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას ცენტრ-მუზეუმისმშენებლობისა და განვითარების მიზნით.
მუზეუმში განთავსებული საეკლესიო საგანძურის დაცვასა და მოვლა-პატრონობას მთავრობა უზრუნველყოფს.
კომენტარები