NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„რუსთავი2“-ის ბედი განსაზღვრავს ვიცხოვრებთ საბჭოთა კავშირში, ჩრდილო კორეაში თუ თავისუფალ ქვეყანაში

„რუსთავი2“-ის ბედი განსაზღვრავს ვიცხოვრებთ საბჭოთა კავშირში, ჩრდილო კორეაში თუ თავისუფალ ქვეყანაში

07 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 604 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„რუსთავი2“-ის ბედი განსაზღვრავს, ვიცხოვრებთ ჩვენ 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში ან ჩრდილო კორეაში თუ არა, – აცხადებს დავით ბაქრაძე “რუსთავი2”-ზე დაწყებული მორიგ თავდასხმაზე საუბრისას.

მისი თქმით, ახლა ნებისმიერი შეტევა სამაუწყებლო კომპანიაზე აღქმული იქნება, იმ წნეხის გაგრძელებად, რომელშიც ხელისუფლებამ “რუსთავი 2” წლების განმავლობაში ამყოფა.

ბაქრაძის თქმით, სასამართლოში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის დაკანონების შემდეგ, დადგა დრო, რომ ” მოსამართლეებმა ხელისუფლებას “სამაგიერო პატივი მიაგოს”.

„ნებისმიერი შეტევა, ნებისმიერი ადამიანის მიერ შეტანილი ნებისმიერი სარჩელი ცალსახად აღიქმება, როგორც გაგრძელება იმ შეტევის, რომელშიც წლების განმავლობაში იმყოფებოდა „რუსთავი2“. ამიტომ ამ სარჩელს უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაქცია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. „რუსთავი2“-ზე შეტევის გაგრძელებით ხელისუფლება კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ ივანიშვილს უნდა საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც არ იარსებებს განსხვავებული აზრი.

„რუსთავი2“-ის ბედი განსაზღვრავს ვიცხოვრებთ ჩვენ 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში ან ჩრდილო კორეაში, თუ ვიცხოვრებთ თავისუფალ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია განსხვავებული აზრის არსებობა. როგორც ჩანს, კლანის დაკანონებისა და მურუსიძის გმირად გამოცხადების შემდეგ დადგა დრო, რომ ჩვენმა სასამართლო სისტემამ სამაგიერო გადაუხადოს და სამაგიერო პატივი მიაგოს იმ ხელისუფლებას, რომელმაც მათ მთელი სიცოცხლით დანიშვნებით სცა პატივი,“-განაცხადა ბაქრაძემ.

გადამწყვეტი შეტევა “რუსთავი 2”-ზე დაიწყო. ივანიშვილის გუნდი უკვე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ ელოდება და ისევ მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლოს გზით ცდილობს დახუროს ქვეყნის მთავარი არხი.

სამაუწყებლო კომპანიის 9 %-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით,  ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

კომენტარები

2019-05-07
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება” – ბესელია “რუსთავი2”-ის საქმის პოლიტიკურ კონტექსტზე საუბრობს

შემდეგი სტატია

“გეშინოდეთ ჩახშობილი “რუსთავი 2-ის” – გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ტელევიზიის დასაცავად პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც კი მიმართავს

მსგავსი სტატიები

სახელმწიფო დეპარტამენტი: ორივე მხარეს მოვუწოდებთ, თავი აარიდონ ძალადობას

06 დეკ 2017

„ვითარება ძალიან ცუდია“

21 ოქტ 2017

„რეფორმების მთავარ მიზანს მაღალი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს”

20 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

    კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

  • ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

    ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • სროლა ტეხასის  სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

    სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge