NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მოვითხოვოთ, გადადგეს ეს ხელისუფლება – გუგავა ხალხისა და “რუსთავი2”-ის გადარჩენის ერთადერთ გზად აქციებს ასახელებს

მოვითხოვოთ, გადადგეს ეს ხელისუფლება – გუგავა ხალხისა და “რუსთავი2”-ის გადარჩენის ერთადერთ გზად აქციებს ასახელებს

07 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 328 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი2”-ზე გადამწყვეტი შეტევა დაიწყო და ეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

გუგავა თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი “რუსთავი2”-ის გაჩერებით ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ცდილობს. სწორედ ამიტომ, “ლეიბორისტული პარტიის” წევრის განცხადებით, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და მშვიდობიანი პროტესტით შეცვალოს ხელისუფლება.

„ბუნებრივია, ეს დაკავშირებულია ყოველივე მოახლოებულ არჩევნებთან, მოახლოებულ პროცესთან, რომელიც აუცილებლად შეიწირავს ივანიშვილს და მის ბანდას. ის იღებს თავის ჭკუით პრევენციულ ღონისძიებებს, რომ გაანეიტრალოს ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე, სიმართლის ციტადელი, “რუსთავი2” და ამით ფიქრობს, რომ შეინარჩუნებს ძალაუფლებას და გადარჩება.

დავდგეთ ერთად, გავმართოთ ფართომასშტაბიანი აქციები პოლიტიკური მოთხოვნით „დასრულდეს ეს ხელისუფლება“. ასეთ შემთხვევაში გადავარჩენთ ქვეყანას, გადავარჩენთ ხალხს, გადავარჩენთ რუსთავი2-ს,“- გიორგი გუგავა.

გადამწყვეტი შეტევა “რუსთავი 2”-ზე დაიწყო. ივანიშვილის გუნდი უკვე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ ელოდება და ისევ მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლოს გზით ცდილობს დახუროს ქვეყნის მთავარი არხი.

სამაუწყებლო კომპანიის 9 %-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით,  ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

კომენტარები

2019-05-07
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მარეგულირებელმა კომისიამ შექმნა ისტორია, რომლითაც 9%-ის მფლობელს, მისცა შესაძლებლობა, წარედგინა სარჩელი – კორძაია “რუსთავი 2”-ის საქმეზე

შემდეგი სტატია

ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება” – ბესელია “რუსთავი2”-ის საქმის პოლიტიკურ კონტექსტზე საუბრობს

მსგავსი სტატიები

მივმართავ გახარიას და მთავრობას: ნუ ხართ ფუქსავატობით დაკავებული!

მივმართავ გახარიას და მთავრობას: ნუ ხართ ფუქსავატობით დაკავებული!

ირაკლი შალიკაშვილი 14 ივლ 2020
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ „ქართულ ოცნებას” ამ ბინძური თამაშის უფლება არ მივცეთ

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ „ქართულ ოცნებას” ამ ბინძური თამაშის უფლება არ მივცეთ

ირაკლი შალიკაშვილი 13 ნოე 2019

თბილისში ახალი კამპანია „სიცოცხლით სავსე ეზო“ დაიწყო

29 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

  • გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

    გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

  • ინაუგურაციამდე აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ

    ინაუგურაციამდე აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge