NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“გეშინოდეთ ჩახშობილი “რუსთავი 2-ის” – გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ტელევიზიის დასაცავად პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც კი მიმართავს

“გეშინოდეთ ჩახშობილი “რუსთავი 2-ის” – გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ტელევიზიის დასაცავად პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც კი მიმართავს

07 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 603 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ შეტევას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ეხმაურება. გრიგოლ ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სამაუწყებლო კომპანიის 9 %-იანი წილის მფლობელი,  ნინო ნიჟარაძის სარჩელს Fake უწოდა.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ნიჟარაძის მოთხოვნის უკან, რომ დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციის სახით 26 მილიონი მიიღოს, პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს. გრიგოლ ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრი და დამოუკიდებელი მედია გააჩუმოს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მთელი ოპოზიციური სპექტრი “რუსთავი 2”-ის დასაცავად პროტესტის უკიდურეს ფორმასაც კი მიმართავს.

„მძიმე თემაზე მოგვიწევს ბრიფინგის გაკეთება, საარჩევნო კამპანიის დაშინების, მოსყიდვის, შანტაჟის პარალელურად, ე.წ, ხელისუფლება სინამდვილეში კი ბიძინა ივანიშვილს კრიმინალურმა დაჯგუფებამ ახალი შეტევა დაიწყო სიტყვის თავისუფლებაზე და სიტყვის თავისუფლების რუპორ – რუსთავი 2-ზე. რუსთავი 2-ის მთელი ქონების დაყადაღების და სტრასბურგში რუსთავი 2-ის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ე.წ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რევანში აიღოს.

„კონსტიტუციით არგათვალისწინებულმა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმმა 7 წლიან მმართველობის თავზე დააჯილდოვა საქართველო სამი უმწვავესი კრიზისით – პოლიტიკური, სადაც ერთ მხარეს ე.წ. ხელისუფლებაა, ხოლო მეორე მხარეს საზოგადოება, სოციალური, რაც მასობრივ ემიგრაციაში გამოიწვევს და დაცარიელებული სოფლები და ქალაქები დაგვიტოვა, ეკონომიკური, როდესაც ქვეყნისთვის საჭირო ყველა პროგრესული კარგად გათვლილი, მოფიქრებული პროექტი გაჩერებულია, ხოლო ეკონომიკის ზრდის ტემპები კრიტიკას ვერ უძლებს.

“ამ კატასტროფის დროს ბიძინა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმს დარჩა ერთი – დაუპირისპირდეს საზოგადოებას, გააძლიეროს ოპოზიციის დევნა და მაქსიმალურად ეცადოს, ერთი-ორი შემორჩენილი სიტყვის თავისუფლების რუპორების ჩახშობას, სადაც “რუსთავი 2” თუ ყელაზე წამყვანი არა, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანია. მას სურს Fake სარჩელით “რუსთავი 2” ჩაიგდო ხელში და Fake ნიუსების კიდევ ერთ ფაბრიკად გადააქციოს. მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ოპოზიციური პარტია, საზოგადოება რუსთავი 2-ს დაიცავს. გეშინოდეთ გათიშული, ჩახშობილი “რუსთავი 2-ის”, ვიდრე “რუსთავი 2-ის”, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობებს ასრულებს იმიტომ, რომ მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის უკიდურეს ფორმებს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

2019-05-07
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„რუსთავი2“-ის ბედი განსაზღვრავს ვიცხოვრებთ საბჭოთა კავშირში, ჩრდილო კორეაში თუ თავისუფალ ქვეყანაში

შემდეგი სტატია

„ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ „რუსთავი 2-ს“ ნაკლები დრო დარჩეს სოციალურ-პოლიტიკური საკითხების გასაშუქებლად”

მსგავსი სტატიები

თუ შეფასებაა, რომ რისკები ნაკლებია, ცხადია, მეტ და მეტ ბიზნესს უნდა მიეცეს ამოქმედების შესაძლებლობა

თუ შეფასებაა, რომ რისკები ნაკლებია, ცხადია, მეტ და მეტ ბიზნესს უნდა მიეცეს ამოქმედების შესაძლებლობა

ირაკლი შალიკაშვილი 04 მაი 2020

2017 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 28.9%-ით გაიზარდა

21 აგვ 2017
ISFED-მა მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა შეაფასა

ISFED-მა მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა შეაფასა

10 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

    გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

  • ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

    ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

  • მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

    მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge