NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ელექტრონული საფულე TBC Pay-სგან – გადაიხადე სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ

ელექტრონული საფულე TBC Pay-სგან – გადაიხადე სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ

07 მაი 2019 ახალი ამბები 1893 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ონლაინგადახდები ციფრულ ეპოქაში

თანხის გადახდა სხვადასხვა მომსახურებაში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თანამედროვე ცხოვრების სტილი გვიბიძგებს, დავზოგოთ დრო და თავი ავარიდოთ გრძელ, მომაბეზრებელ რიგში დგომას. ონლაინგადახდები კი ზუსტად ისაა, რაც ჩვენ გვჭირდება – გადავიხადოთ ყველაფერი სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ.

XXI საუკუნე ციფრული ხანაა – სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ელექტრონული საფულეები.  მის შესაქმნელად გვჭირდება მხოლოდ ორი რამ: საბანკო ბარათი და წვდომა ინტერნეტზე კომპიუტერიდან ან სმარტფონიდან. ბარათიდან ელექტრონულ საფულეში გადმოტანილი თანხა მზადაა განსაკარგად და ნებისმიერი გადასახადის თუ ოპერაციის შესასრულებლად. სერვისი მარტივი პრინციპით მუშაობს – ერთი სივრცე ყველა გადახდისთვის.

ონლაინგადახდები TBC Pay-ის საშუალებით

რისი გადახდა გსურთ? TBC Pay-სვებგვერდზე ყველაფერი ერთ სივრცეშია, შესაძლებელია 1000-ზე მეტი სერვისის გადასახადის დაფარვა. გადაიხადეთ მარტივად- 24/7-ზე, ყველგან, სადაც ინტერნეტია. ონლაინგადახდების საუკეთესო პლატფორმა სწრაფ, დაცულ და უსაფრთხო სისტემას გთავაზობთ. ვებგვერდით სარგებლობა რეგისტრაციის გარეშეც შესაძლებელია. თუმცა რეგისტრირებული მომხმარებლები დამატებითი უპირატესობებით სარგებლობენ:

  • რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ, ისარგებლონ ელექტრონული საფულის ბალანსით და გადაიხადონ ბარათის საკომისიოს გარეშე
  • შექმნან გადახდის შაბლონები და არ დაკარგონ დრო ყოველ ჯერზე მონაცემების ხელახლა შესაყვანად
  • ამობეჭდონ ნებისმიერი გადახდის ქვითარი
  • მიაბან ანგარიშს საბანკო ბარათი

ონლაინ გადახდების მოკლე ისტორია

ინტერნეტის გავრცელებასა და განვითარებას მრავალი მომსახურებისათუ სერვისის რეალურიდან ვირტუალურ სივრცეში გადასვლა მოჰყვა. ამ პროცესს ხელი შეუწყო სმარტფონების განვითარებამაც. დღეს ყველას მუდამ თან გვაქვს „მინიკომპიუტერი“, რომლითაც ჩავანაცვლეთ Mp3 ფლეიერი, ციფრული კამერა და ახლა უკვე საფულეც. ფინანსური და ციფრული ტექნოლოგიების თანხვედრა გვიმარტივებს გადახდებს რეალურ და ვირტუალურ სივრცეში. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საქართველოში მყარად მოიკიდა ფეხი მომენტალური გადახდის სისტემებმა. გადახდების მარტივი გზა მიმზიდველია საქმიანი ადამიანებისთვის. ისღა დაგვრჩენია, ავირჩიოთ ჩვენზე მორგებული, კომფორტული და დაცული სერვისპროვაიდერი.

სიახლე TBC Pay-ზე – ელექტრონული საფულე უკვე ხელმისაწვდომია

TBC Pay-ს ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია ახალი სერვისი – ელექტრონული საფულე. მისი უპირატესობაა თანხის ერთ ვირტუალურ სივრცეში განთავსება/ბალანსის შევსება და შემდეგ სხვადასხვა სერვისებზე გადარიცხვა. ასევე, შესაძლებელია ბალანსიდან თანხის სხვა ბარათზე გადატანა. ამ გზით თანხის გადარიცხვა და მომსახურების გადახდა ბევრად მარტივი და მოსახერხებელია.  TBC Pay-ს ონლაინგადახდები გიმარტივებთ ფინანსების განკარგვას, რადგან

  • რიცხავთ და იხდით სწრაფად და მარტივად
  • იყენებთ დაცულ და სანდო სისტემას
  • ზოგავთ ყველაზე ძვირფასს – დროს
  • უკეთ აკონტროლებთ თქვენს ფინანსებს

მოგვყევი და გადაიხადე – სწრაფად, მარტივად, უსაფრთხოდ!

კომენტარები

2019-05-07
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მორიგი შეტევა “რუსთავი 2-ზე” – რა წერია ნინო ნიჟარაძის სარჩელში

შემდეგი სტატია

ზურაბიშვილის მიერ ტრამპის ტვიტის გაზიარება – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღიარებენ, რომ შეცდომა დაუშვეს

მსგავსი სტატიები

სამინისტრო: საქართველოდან 21 000 ტონამდე მანდარინია ექსპორტირებული

29 დეკ 2017
„მხარს ვუჭერ პრემიერმინისტრის რუსეთთან კომუნიკაციის დამყარების ინიციატივას“

„მხარს ვუჭერ პრემიერმინისტრის რუსეთთან კომუნიკაციის დამყარების ინიციატივას“

სოსო ელისაშვილი 16 მარ 2018

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

30 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

  • გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

    გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

  • ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

    ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

  • ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

    ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

  • “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

    “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge