„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ლევან კობერიძე გიორგი ქობულიასგან განმარტებებს ითხოვს. საუბარია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებაზე, რომ ბარიერების არარსებობის შემთხვევაში ეკონომიკის ზრდა 9%-ით შესაძლებელია.
ლევან კობერიძის თქმით, გიორგი ქობულია ვალდებულია დაასახელოს რა ბარიერებს გულისხმობს. ის ასევე განმარტებებს პრემიერ-მინისტრისგანაც ითხოვს.
„როცა ეკონომიკის მინისტრი, თანამდებობაზე ყოფნისას აცხადებს, რომ ეკონომიკის 10%-იანი ზრდა შეუძლებელია, მისი დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ 9% ზრდა, რაც ფაქტობრივად გაორმაგებაა, შესაძლებელი იყო ბარიერების არარსებობის შემთხვევაში. ამიტომ ახლა ვალდებულია დაასახელოს, რა ბარიერებზეა საუბარი, რადგან ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. სწორედ ამიტომ, ახლანდელმა მინისტრებმა და პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთონ განმარტებები ამ საკითხზე , ვიდრე მინისტრი დაინიშნება, პარლამენტში მინიმუმ შესაბამის კომიტეტებში უნდა ხდებოდეს მათი ხედვების ღიად და გამჭვირვალედ გაცნობა და დამტკიცება,“-განაცხადა ლევან კობერიძემ.
კომენტარები