NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები – მიქაუტაძე კანდიდატად დარეგისტრირებას არ გამორიცხავს

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები – მიქაუტაძე კანდიდატად დარეგისტრირებას არ გამორიცხავს

06 მაი 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1447 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეთა სია – კანდიდატურებს შორის ერთ-ერთი შესაძლოა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე იყოს. განცხადება დღეს თავად მიქაუტაძემ გააკეთა.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა შორის ერთ-ერთ კანდიდატურად კვლავ დარეგისტრირდეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საორგანიზაციო საკითხებზე დღეს იმსჯელებს. პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის და განაცხადის ფორმას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღესვე დაამტკიცებენ. ამის შემდეგ კი კონკურსი გამოცხადდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონი ძალაში უკვე შევიდა. კანონის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, რომ კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა პარლამენტში სიის გადაგზავნამდე ოთხ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო განაცხადების მიღებას დაიწყებს. საბჭო ფარული კენჭისყრით შეარჩევს მინიმუმ 45 პირს, ვისთანაც საჯარო გასაუბრებები დაიწყება.

გასაუბრების ეტაპზე საბჭო კანდიდატთა რაოდენობა შემცირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიების რაოდენობამდე და შერჩეული კანდიდატების სია პარლამენტში გადაიგზავნება.

ბოლო ეტაპზე კი იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტისთვის მიუღებელი იქნება რომელიმე კანდიდატი, მაშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს უნდა წარუდგინოს ისეთი კანდიდატი, რომელიც კანდიდატების შერჩევის მესამე ეტაპამდე ვერ მივიდა.

კომენტარები

უვადო მოსამართლეები უზენაესი სასამართლო 2019-05-06
სოსო ელისაშვილი
Tags უვადო მოსამართლეები უზენაესი სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქართველი ერის არჩევანი გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი

შემდეგი სტატია

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება – ანა დოლიძე იურისტებს კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

მსგავსი სტატიები

მანჯგალაძე: აქციის მოთხოვნებს მხარს ვუჭერ, მიშას დაბადების დღეზე არ მივდივარ

მანჯგალაძე: აქციის მოთხოვნებს მხარს ვუჭერ, მიშას დაბადების დღეზე არ მივდივარ

ირაკლი შალიკაშვილი 21 დეკ 2021
აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის სენატის ვერსიაში საქართველო აშშ-ს მოკავშირედ და პარტნიორად არის განხილული

აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის სენატის ვერსიაში საქართველო აშშ-ს მოკავშირედ და პარტნიორად არის განხილული

21 ივნ 2018
მათი საქმის სამივე პროკურორი ფინანსურ ნაწილში „უკიდურესი უცოდინრობით გამოირჩევა“ და ირაკლი შოთაძეს სთხოვს, ისინი კვალიფიციური პროკურორებით ჩაანაცვლოს

მათი საქმის სამივე პროკურორი ფინანსურ ნაწილში „უკიდურესი უცოდინრობით გამოირჩევა“ და ირაკლი შოთაძეს სთხოვს, ისინი კვალიფიციური პროკურორებით ჩაანაცვლოს

ირაკლი შალიკაშვილი 21 სექ 2021

უახლესი ამბები

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

  • გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?

    გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას

    ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას

  • ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

    ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

    საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

  • იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

    იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge