NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სოციალური სამსახურის უფროსმა და მისმა მოადგილემ მილიონამდე ლარის უძრავი ქონება შეიძინეს – ენმ საკითხით დაინტერესებას საგამოძიებო უწყებებს სთხოვს

სოციალური სამსახურის უფროსმა და მისმა მოადგილემ მილიონამდე ლარის უძრავი ქონება შეიძინეს – ენმ საკითხით დაინტერესებას საგამოძიებო უწყებებს სთხოვს

03 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 926 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის და მისი მოადგილის ქონება მილიონობით ლარს აღწევს. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თამაზ მოდებაძემ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, იძულებითი აუქციონებიდან მიწის სამი ნაკვეთი და ორი საცხოვრებელი ბინა შეიძინა.

მისმა მეუღლემ კი თბილისში, 2015 წელს 300 000 ლარამდე ღირებულების საცხოვრებელი სახლი იყიდა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიწის ნაკვეთების ჯამური ღირებულება მილიონ ლარს აღწევს.

მილიონ ლარამდეა მოდებაძის მოადგილის შენაძენიც. დეკლარაციის მიხედვით, ლევან გოგაძემ 2012 წლის შემდეგ 5 უძრავი ქონება შეიძინა, რომლის საერთო ღირებულება 931 ათას 200 ლარია.

ოპოზიცია შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, როგორ მოახერხეს საჯარო მოხელეებმა სახელფასო ანაზღაურებით, მილიონამდე ლარის ღირებულების ქონების დაგროვება.

„ბატონი გოგაძის დეკლარაციიდან ირკვევა, რომელიც არის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, რომ მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე, შეიძინა ორი საცხოვრებელი ბინა და 3 მიწის ნაკვეთი, რომლის ჯამური ღირებულება არის 1 მილიონ ლარამდე, ასევე ბატონი მოდებაძის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, ასევე სამი მიწის ნაკვეთ და 2 საცხოვრებელი ბინა შეიძინა. ლეგიტიმური კითხვა გვაქვს, თუ კეთილსინდისიერი ხალხია და მუშაობენ მხოლოდ ხელფასზე და ანაზღაურებაზე, როგორ ხდება, რომ რამდენიმე წელში მათ დააგროვეს მილიონობით ლარის ქონება,“-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

კომენტარები

2019-05-03
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პოლიტიკური მოსაზრებით დისკრიმინაციის ნიშნები – ომბუდსმენი TV “იმედის” პროდიუსერის გათავისუფლების საქმეს შეისწავლის

შემდეგი სტატია

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის წევრი გახდა

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა ბავშვის გატაცების ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს

სამართალდამცველებმა ბავშვის გატაცების ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს

29 მაი 2018

თუ ხარ საქმის სპეციალისტი და გაგაჩნია ცოტა თავმოყვარეობაც უარყოფით მხარეებზე მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა ხარ პოსტზე

სოსო ელისაშვილი 06 მაი 2019
თუ „ნაციონალები“ შეძლებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ადამიანებს ტყავს გააძრობენ

თუ „ნაციონალები“ შეძლებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ადამიანებს ტყავს გააძრობენ

ირაკლი შალიკაშვილი 26 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

    ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

    საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

  • იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

    იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge