NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პაციენტებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე ექიმებისგან სრული ინფორმაცია არ აქვთ

პაციენტებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე ექიმებისგან სრული ინფორმაცია არ აქვთ

03 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 191 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამასთან დაკავშირებით, პაციენტებს ექიმებისგან სრული ინფორმაცია არ აქვთ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაციის არასრული მიწოდების გამო, პროექტის ბენეფიციარების რაოდენობა ბევრად ნაკლებია.

„ძალიან დეტალურად შევისწავლეთ ამ პროგრამის მიმდინარეობა და ერთი მთავარი სუსტი წერტილი დავინახეთ, რომ პაციენტებს ექიმებისგან სრული ინფორმაცია არ აქვთ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ ინფორმაციას იღებენ, იღებენ ხოლმე ნაწილობრივ, რადგანაც სუსტი წერტილების დეტექციას რომ ვაკეთებდით, პაციენტი, რომელიც მიიღებს ექიმისგან ინფორმაციას, მიდის მერიაში და არა სოციალური მომსახურების სააგენტოში, რადგან შეჩვეულია, რომ დახმარებას იქიდან იღებს. ის ცალკე სახელმწიფო პროგრამაა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. ეს ცალკე სახელმწიფო პროგრამაა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს. არასრული ინფორმაციაა მიდის პაციენტამდე. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ამ პროგრამის მომხმარებლების რაოდენობა, პროექტის ბენეფიციარების, მოსარგებლეების ბევრად ნაკლებია, ვიდრე შესაძლებლობაა. ამიტომ თქვენი ჩართულობა არის კრიტიკული ამ ყველაფერში. ჩვენ, როგორც ნახეთ, რაიონებისა და დაწესებულებების მიხედვით, ვაკეთებთ მონიტორინგს, სად მეტი პაციენტია ჩართული, იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო ორმხრივი და აქტიური გავხადოთ”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ორმხრივი მზაობა არსებობდეს.

„ზოგჯერ ექიმებისგან მომისმენია, რომ ჩვენ იმდენი სამუშაო გვაქვს, მაღალი ხელფასი არ გვაქვს და დავუშვათ, რატომ უნდა შევიწუხო თავი, რომ პაციენტს ავუხსნა ამ პროგრამის შესახებ, სახელმწიფო რას მაძლევს ამის სანაცვლოდო. სამწუხაროდ, ერთეულ შემთხვევებში, მაგრამ გამიგია ხოლმე ასეთი დამოკიდებულება. მემგონი, ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება, მაგრამ ხაზს გავუსვამ ცალსახად, რომ პირველადი ჯანდაცვის განვითარება და გაძლიერება ზეპრიორიტეტული ამოცანაა ჩვენთვის. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ორმხრივი მზაობა უნდა დავინახოთ თვითონ პირველადი ჯანდაცვის ექიმებისგან, მზაობა იმისათვის, რომ უფრო გააქტიურდნენ და უფრო მეტი შვება მისცენ თავიანთ პაციენტებს, თუნდაც აი, ამ პროგრამის გამოყენებით”,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

2019-05-03
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ევროსაბჭოს დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებია, არავინ შეეგუება იმას, რომ რუსეთი ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას განაგრძობს

შემდეგი სტატია

იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა

მსგავსი სტატიები

ტყემალაძე გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

20 დეკ 2017
სამარცხვინო ინიციატივა, რომელიც აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს – ქუთელია სესიაშვილის მიერ მომზადებულ პროექტზე

სამარცხვინო ინიციატივა, რომელიც აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს – ქუთელია სესიაშვილის მიერ მომზადებულ პროექტზე

News 19 მარ 2019
ნიკა მელიას დაკავებამდე სავარაუდოდ, რამდენიმე საათი რჩება – პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს

ნიკა მელიას დაკავებამდე სავარაუდოდ, რამდენიმე საათი რჩება – პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს

ირაკლი 27 ივნ 2019

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • “,,მანდარინები” დაგადგათ გულზე, ბოღმით და შურით ხართ სავსე”

    “,,მანდარინები” დაგადგათ გულზე, ბოღმით და შურით ხართ სავსე”

  • “დიახ, მხოლოდ საქართველოში „ოსკარზე“  ნომინირებულ კაცს ჭამენ”

    “დიახ, მხოლოდ საქართველოში „ოსკარზე“ ნომინირებულ კაცს ჭამენ”

  • “თუ რამე გადარჩება, კარგი გაკეთდება, ვინც არ უნდა გააკეთოს, … ნაციონალურ მოძრაობას ეკეთებინა კარგი, ვინ უშლიდა?”

    “თუ რამე გადარჩება, კარგი გაკეთდება, ვინც არ უნდა გააკეთოს, … ნაციონალურ მოძრაობას ეკეთებინა კარგი, ვინ უშლიდა?”

  • თემურ ბასილია:  საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე

    თემურ ბასილია: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე

  • “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება”

    “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება”

  • როგორი სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ივანიშვილი დამარცხებულია

    როგორი სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ივანიშვილი დამარცხებულია

  • გუნდში მოსამართლეობის 3-4 კანდიდატის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა

    გუნდში მოსამართლეობის 3-4 კანდიდატის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა

  • ხულორდავამ, ჩუგოშვილმა და ქაცარავამ დიდი როლი ითამაშეს ევროსტუქტურებში ჩვენი პოზიციების გამყარებისთვის

    ხულორდავამ, ჩუგოშვილმა და ქაცარავამ დიდი როლი ითამაშეს ევროსტუქტურებში ჩვენი პოზიციების გამყარებისთვის

  • “ქართული ოცნება” მარტოა ქვეყანაშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც

    “ქართული ოცნება” მარტოა ქვეყანაშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც

  • როდესაც არ შეგიძლია თქვა, რომ ციხეში ვინმეს აწამებენ, კლავენ, მაშინ სხვა საკითხს ეჭიდები – მდინარაძე ომბუდსმენის ანგარიშზე

    როდესაც არ შეგიძლია თქვა, რომ ციხეში ვინმეს აწამებენ, კლავენ, მაშინ სხვა საკითხს ეჭიდები – მდინარაძე ომბუდსმენის ანგარიშზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge