NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ნუ ხატავთ ისე, რომ ბნელდება ან ნათდება. თუ გნებავთ, სათვალესაც გათხოვებთ, კიდევ რომ წაიკითხოთ – ხმაურიანი დებატები პარლამენტში

ნუ ხატავთ ისე, რომ ბნელდება ან ნათდება. თუ გნებავთ, სათვალესაც გათხოვებთ, კიდევ რომ წაიკითხოთ – ხმაურიანი დებატები პარლამენტში

03 მაი 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1089 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

61 მომხრე 18 წინააღმდეგ – ზოგადი განათლების შესახებ კანონპროექტი უმრავლესობამ პირველი მოსმენით ჩააგდო. საუბარია ხმაურიან კანონპროექტზე, რომელიც ტერმინ ლიბერალიზმის ამოღებას გულისხმობს.

ინიციატორები ამბობენ, რომ კანონპროექტის ინიცირება შესწორებული ვარიანტით ხელახლა მოხდება. კენჭისყრას წინ ხმაურიანი დებატები უძღოდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროექტის საბოლოო სახით დაზუსტებამდე კენჭისყრის გადადება მოითხოვეს.

Related image„დაბრუნდეს ეს უკან, გაასწორეთ და ისე შემოიტანეთ პირველი მოსმენით. იმიტომ, რომ თავისთავად, ახლა პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი ახლა როგორიც არის, რომ ლიბერალური ღირებულებები თურმე სულისკვეთებას წინააღმდეგია,“ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

ოპოზიციონერ დეპუტატს ცვლილებების ავტორმა, ნუკრი ქანთარიამ მიმართა და ის ვითარების განგებ დამძიმებაში დაადანაშაულა.

Image result for ნუკრი ქანთარია„მინდა ბატონ სერგოს მივმართო, რომ ნუ ამძიმებთ განგებ ვითარებას და ნუ ხატავთ ისე, რომ ბნელდება რაიმე ან ნათდება. თუ გნებავთ სათვალესაც გათხოვებთ დამატებით, კიდევ რომ წაიკითხოთ,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ხათუნა გოგორიშვილმა კი პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდა, რომ საკითხი კენჭისყრიდან მოეხსნა.

Image result for ხათუნა გოგორიშვილი

„სათვალეს გავიკეთებ, რომ ბატონმა ნუკრიმ არ ინერვიულოს და ისე მოგმართავთ ბატონო ირაკლი – მოხსენით კენჭისყრიდან, გაიარონ კონსულტაციები, ვისთანაც საჭიროა, ყველასთან და როდესაც შემოვა, უკვე ვიცოდეთ, ეწერება კონკრეტული ტერმინი თუ არ ეწერება,“ – განაცხადა გოგორიშვილმა.

ოპონენტების კრიტიკა მიუღებელია ნუკრი ქანთარიასთვის და ტერმინ ლიბერალურ-დემოკრატიულის ამოღების მიზეზი განმარტა.

„ყველაფერი არის ჩაშლილი შიგნით – თანასწორობა, დამოუკიდებელი აზროვნებაც, თავისუფლება, ყველაფერი არის, მხოლოდ არის ამოღებული ტერმინი ლიბერალურ-დემოკრატიული, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური მიმდინარეობა და რადგან ზოგადი განათლების მიზნებში ასეთი ტერმინი არ უნდა გაჩნდეს,“ – განაცხადა ქანთარიამ.

აღნიშნული ტერმინის ამოღებას ასევე არ მიესალმება „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილი.

Image result for დიმიტრი ცქიტიშვილი„ნუ დაგვაყენებთ ისეთი არჩევანის წინაშე, რომ პირველ მოსმენაზე არ დავუჭიროთ მხარი, იმიტომ, რომ ზოგადად, პათოსი, რაც არის ამ კანონმდებლობის, გვინდა დავუჭიროთ მხარი, მაგრამ ამ მოცემულობას, რომელიც დღეს არის ტექსტში, ამას ვერ დავუჭეთ მხარს,“ – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ასევე მიმართა დავით ბაქრაძემ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუნდში ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.

Image result for დავით ბაქრაძე

„თურმე ჩვენ ახლა ვიღებთ რაღაცას, რომელსაც სინამდვილეში არ ვიღებთ და რომელსაც მერე მეორე მოსმენამდე კონსულტაციებს გავივლით და მეორე მოსმენაზე არ მივიღებთ იმას, რასაც ახლა ვიღებთ. მეგობრებო, აქ არ არის საუბარი კანონის შინაარსზე, საუბარია, რომ ელემენტარული თავმოყვარეობა უნდა გქონდეს როგორც პარლამენტის წევრებს, რომ ასეთ პირობებში არ ვუყაროთ კენჭი, ანუ რაღაცას აძლევთ ხმას, რასაც თურმე არ აძლევთ და მეორე მოსმენისას თურმე სხვა რამეს მიიღებთ და მოდი, დალაგდით, ჩამოყალიბდით, გაერკვიეთ და შემდეგ უყარეთ კენჭი,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის კრიტიკა სრულიად მიუღებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძისთვის.

Image result for მამუკა მდინარაძე„დავაყენებთ კენჭისყრაზე და ვისაც როგორ უნდა ისე მისცემს ხმას და გასაგებია, რომ „ევროპული საქართველოსთვის“ არის უჩვეულო ამბავი, რომ აზრთა სხვადასხვაობაა თითქოს გუნდში და გაგიჟდნენ, ახლა ჩამოყალიბდითო, მოგვიწოდებენ. ჩამოყალიბებულები ვართ, ზოგს სხვა აზრი აქვს და ზოგს სხვა. მაგრამ თქვენთვის არის გასაკვირი, გასაოცარი ამბავია და ჭკუის სწავლებას თუ შეიძლება თავი დაანებეთ,“ – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

2019-05-03
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პაშა ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კრწანისის ტყეპარკი დაასუფთავა

შემდეგი სტატია

დაგვიბრუნეთ მამა, ნუ დაგვაობლებთ” – დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრების აქცია საპატრიარქოსთან

მსგავსი სტატიები

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ – 2018 დაიწყო

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ – 2018 დაიწყო

06 თებ 2018
სალომე ზურაბიშვილი: ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი

სალომე ზურაბიშვილი: ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი

ნინო ჩხეიძე 14 მარ 2022
გირგვლიანის ბიძა: სააკაშვილმა ხელი დააფარა მკვლელებს

გირგვლიანის ბიძა: სააკაშვილმა ხელი დააფარა მკვლელებს

05 იან 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge