NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გომელაურის მოხსენება პარლამენტში – სხდომა დაიხურა

გომელაურის მოხსენება პარლამენტში – სხდომა დაიხურა

03 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 664 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ანგარიში პარლამენტში, დახურულ ფორმატში გაგრძელდება. გადაწყვეტილება, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

გომელაურმა დეპუტატებს ანგარიში უკვე წარუდგინა. სხდომის ეს ნაწილი მედიისთვის ღია იყო.

ოპოზიციამ სხდომის ღიაობა მოითხოვა. ხელისუფლების ოპონენტებმა საკითხების ინ ნაწილი, რომელიც საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავდა, საჯარო ყოფილიყო.

„გთხოვთ, რომ სანამ დაიწყება ბატონი გომელაურის გამოსვლა, ვიცოდეთ დეპუტატებმა, თუ გვექნება იმის საშუალება, რომ დებატები შედგეს საჯარო ფორმატში. ზოგადად, დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებულია რომ ასეთი ტიპის უწყების ანგარიშის განხილვა ხდება საჯაროდ, თუმცა თუ არის რაღაც რაიმე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც უნდა გაჟღერდეს  მხოლოდ და მხოლოდ ის ნაწილი შეიძლება დაიხუროს“ – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

მმართველმა გუნდმა ოპოზიციის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ვახტანგ გომელაურის ყოველწლიური მოხსენება ოფიციალურად დაიხურა. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მიზეზად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და საიდუმლო ინფორმაცია დაასახელა.

კომენტარები

2019-05-03
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს საქართველოს გამარჯვება”

შემდეგი სტატია

დავით კირკიტაძის საქმე – პროცესი ისევ დახურულ ფორმატში მიმდინარეობს

მსგავსი სტატიები

გიორგი მღებრიშვილმა ესპანეთის შს მინისტრს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

18 აგვ 2017
2019 წლის დასაწყისში დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს – კახა კალაძე

2019 წლის დასაწყისში დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს – კახა კალაძე

26 დეკ 2018
ინდოეთში ფერების ულამაზესი ფესტივალი ჩატარდა

ინდოეთში ფერების ულამაზესი ფესტივალი ჩატარდა

სოსო ელისაშვილი 22 მარ 2018

უახლესი ამბები

  • რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

    რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

  • უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

    უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

  • ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

    ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

  • შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

    შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge