NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევა რჩება

„ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევა რჩება

03 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 205 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება“ – ეს განცხადება, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გააკეთა.

ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში.

„საანგარიშო პერიოდში, კვლავ გრძელდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და თავისუფალ გადაადგილებაში შეზღუდვა. 2018 წელს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა და მართული იყო საოკუპაციო ძალების მიერ“ – აცხადებს ვახტანგ გომელაური.

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, რეგიონალური უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

“2018 წელს უსაფრთხოებისთვის ძირითად გამოწვევას წარმოადგენდა სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტები და დაპირისპირების ახალი კერების წარმოქმნის საფრთხე. საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას ხელს უწყობდნენ არადემოკრატიული რეჟიმები, მათ მიერ მართული ინტერესთა ჯგუფები და ტერორისტული ორგანიზაციები. საქართველოში არსებული უსაფრთხოების ვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, რეგიონალური უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა მიმართული იყო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

2019-05-03
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Mastercard საქართველოში ყველაზე წარმატებული მოდის კვირეულის, Mercedes Benz Fashion Week-ის პარტნიორი გახდა

შემდეგი სტატია

ევროსაბჭოს დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებია, არავინ შეეგუება იმას, რომ რუსეთი ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას განაგრძობს

მსგავსი სტატიები

საქართველოში პური გაძვირდა

საქართველოში პური გაძვირდა

10 დეკ 2018

მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

14 ოქტ 2017
ივანე მაჭავარიანი: ანგელა მერკელის ისტორიული ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში გერმანიის მხარდაჭერის ცალსახა გამოხატულებაა

ივანე მაჭავარიანი: ანგელა მერკელის ისტორიული ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში გერმანიის მხარდაჭერის ცალსახა გამოხატულებაა

24 აგვ 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge