NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ვითარება დავით გარეჯში – აზერბაიჯანთან საზღვრის დასადგენად დემარკაციის ახალი კომისია უახლოეს პერიოდში დაკომპლექტდება

ვითარება დავით გარეჯში – აზერბაიჯანთან საზღვრის დასადგენად დემარკაციის ახალი კომისია უახლოეს პერიოდში დაკომპლექტდება

03 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 356 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აზერბაიჯანთან საზღვრის დასადგენად უახლოეს პერიოდში დემარკაციის ახალი კომისია დაკომპლექტდება. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით,  კომისიის შემადგენლობაში ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ პრობლემა ხელისუფლების შესაბამისი შტოების ჩართულობით, უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

„მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს შემადგენლობის განსაზღვრა საგარეო უწყების ბაზაზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებით იქნება შემადგენლობა წარმოდგენილი. როგორც თავდაცვის, ასევე ეროვნული უშიშროების საკითხებთან დაკავშირებული უწყებების წარმომადგენლები. ასევე მნიშვნელოვანი იქნება კულტურის უწყების ჩართვა აღნიშნულ მოლაპარაკებებში და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული საკითხის გადაჭრის გზა იქნება მოძებნილი,“-ამბობს მარიამ ჯაში.

კომისიის მუშაობის შედეგად, დავით გარეჯის ტერიტორიასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების იმედი არ აქვთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქვეყნის ხელმძღვანელების დონეზე.

„აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა ვერანაირად ვერ მოხდება კომისიის ფარგლებში ტექნიკურ დონეზე, თუ არ იქნა მიღებული სტრატეგიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება, უმაღლეს დონეზე ქვეყნის ხელმძღვანელებს შორის და ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მხრიდან წარმომადგენელი ვინ უნდა იყოს ალიევთან მოლაპარაკებებში საერთოდ გაუგებარია, იმიტომ, რომ ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელსაც კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია,“-აცხადებს ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა.

„ქართულ ოცნებას“ უმოქმედობაში ადანაშაულებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ კომისია, რომელიც საზღვრის დემარკაციაზე მუშაობს, უკვე 2011 წლიდან არსებობს, თუმცა ის ბოლო პერიოდში პრაქტიკულად უმოქმედო გახდა.

„ეს კომისია დიდი ხანია არსებობს და დაახლოებით 2011 წლიდან იყო დადებითი დინამიკა. ნელა მაგრამ საქმე მიდიოდა წინ. რაც „ქართლი ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ერთ ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ მოახერხეს წინ ამ პროცესში. ამასთან დღეს ბატონ გახარიას არ ეყო გამბედაობა, რომ დაეგმო განცხადებები, მათ შორის „ოცნების“ პოლიტიკური პარტნიორებისგან, რომლებიც ცდილობენ, რომ ფოკუსი გადმოიტანონ  რუსული ოკუპაციიდან ამ სიტუაციაზე. თითქოს აზერბაიჯანიც ოკუპანტი არის და თითქოს აზერბაიჯანის ბრალია, რომ ისიც საბჭოთა კავშირში იყო ჩვენს მსგავსად,“-აცხადებს გიორგი კანდელაკი.

თითქმის ორი კვირაა დავით გარეჯში ვითარება დაძაბულია.  უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. 4 დღის განმავლობაში ტერიტორია მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის ჩაკეტილი იყო. ამ დროისთვის ტერიტორია ღიაა, თუმცა არსებული ინფორმაციით, დავით გარეჯამდე მისასვლელი გზა შესაძლოა 5-დან 15 მაისამდე პერიოდში ისევ ჩაიკეტოს.

კომენტარები

2019-05-03
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ცირკია, როდესაც მოქალაქე არჩევნებზე ხედავს, რომ მისი მეზობელი კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანი მთავრობას უდგას გვერდში

შემდეგი სტატია

სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიში პარლამენტს – შესაძლოა სხდომა დაიხუროს

მსგავსი სტატიები

„მინდა ყველა გოგონამ იცოდეს, რომ ჰორიზონტზე ახალი დღეა“

„მინდა ყველა გოგონამ იცოდეს, რომ ჰორიზონტზე ახალი დღეა“

08 იან 2018
მამაკაცების უკანალები დიდ ეკრანზე – რას უძლებენ ქალები ყოველდღიურად

მამაკაცების უკანალები დიდ ეკრანზე – რას უძლებენ ქალები ყოველდღიურად

14 ნოე 2017
„რა თქმა უნდა, მან უკვე გადაიხადა ჯარიმა“

„რა თქმა უნდა, მან უკვე გადაიხადა ჯარიმა“

04 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

    ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

  • პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

    პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge