NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ვნახოთ რას შემოგვთავაზებს ყავის შემდეგ, ახლა აღდგომაა და შეიძლება კვერცხებზე დაგვპატიჟოს – ოპოზიცია პარლამენტში გახარიას სიტყვით გამოსვლაზე საუბრობს

ვნახოთ რას შემოგვთავაზებს ყავის შემდეგ, ახლა აღდგომაა და შეიძლება კვერცხებზე დაგვპატიჟოს – ოპოზიცია პარლამენტში გახარიას სიტყვით გამოსვლაზე საუბრობს

02 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 680 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო ოპოზიცია გიორგი გახარიას პარლამენტში მწვავე კითხვებით ელოდება. შს მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა. გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. მათ შორის ხელისუფლების ოპონენტები ინტერესდებიან პანკისის ხეობის მოვლენებით და ასევე გამოუძიებელი საქმეებით.

Image result for ნიკა მელია„ეს ადამიანი 2017 წლის 13 ნოემბრიდან დანიშნა ივანიშვილმა შს მინისტრად და უთხრა მემსახურე. მას შემდეგ უმარავი კრიზისი შეიქმნა ამ ქვეყანაში, რომელი ერთი ჩამოვთვალო. კონკრეტულ ფაქტებზე გვექნება საუბარი. რომელიმე მათგანზე პასუხს აგებს თუ არ აგებს? გამოუძიებელ საქმეებზე, ასევე ტერორისტული ჯგუფის შუაგულ ცენტრში ყოფნაზე, რის თაობაზეც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მისი ხელშეწყობით მოხდა ამ ჯგუფის საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანა და ა.შ. პანკისის ხეობასთან დაკავშირებითაც ძალიან მკაფიო პასუხი უნდა გასცეს ხომ ვინ დაგეგმა, ვინ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ იქ სპეცდანიშნულების რაზმი შესულიყო. ხეობაში სადაც ერთხელ შეიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი და უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარი სახლის, საკუთარი საძინებლის ლოგინში დახვრიტეს. ამის შემდეგ ეყოთ კადნიერება და გააკეთეს ის რაც გააკეთეს. ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე?,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ კითხვების სიმწვავის მიუხედავად ისინი დღეს შს მინისტრისგან კონკრეტულ პასუხებს არ ელოდებიან. სალომე სამადაშვილის თქმით, გახარია ტრადიციულად ცინიკური იქნება.

Image result for სალომე სამადაშვილი„საინტერესოა რა პრინციპით ჩაბარდა ბატონ გახარიას ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფაქტიურად პასუხისმგებლობა, როდესაც მისი შეცდომის პირდაპირი შედეგი არის ის კრიზისი, რაც შეიქმნა პანკისში და ჩემთვის ძალიან საინტერესოა რა გამოსავალს სთავაზობს ის საზოგადოებას შექმნილი ვითარებიდან. გვექნება შეკითხვები გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ გახარია დღეს რაიმე შეკითხვაზე პასუხს გაგვცემს. მან უკვე დააანონსა, რომ რეალურად პარლამენტში მოდის რომ კიდევ ერთხელ ცინიკურად განაცხადოს საზოგადოების წინაშე, რომ ის წარმატების მაგალითია,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მინისტრთან დებატებისთვის მზადება “ევროპული საქართველოც.“ სერგო რატიანის განცხადებით მას კითხვების სარალიძის საქმესთან დაკავშირებითაც აქვს.

Image result for სერგო რატიანი„პანკისი, სადაც შსს-ს ქმედებებმა შექმნეს სერიოზული  პრობლემა, უსაფრთხოების პრობლემა ამ რეგიონში. ამდენად, მთავარი კითხვები იქნება პანკისზე, მაგრამ არსებობს ასევე კითხვები „თიბისისთან“ დაკავშირებით, არსებობს კითხვები სარალიძის საქმესთან დაკავშირებით თუ რატომ არ შეასრულეს საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

 

კონკრეტულ პასუხებს მინისტრისგან არც „პატრიოტთა ალიანსის” წევრი დავით ჭიჭინაძე ელოდება.

„კითხვები ალბათ მე არა, ზოგადად საზოგადოებას აქვს მაგრამ დარბაზში ალბათ არ არის მზად ბატონი გახარია პასუხების გასაცემად და დაველოდებით ახალ ფორმატს რას შემოგვთავაზებს ყავის შემდეგ. ახლა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია და შეიძლება კვერცხებზე დაგვპატიჟოს რა ვიცი,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

კომენტარები

2019-05-02
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი გახარია არის ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი თავის ტკივილი

შემდეგი სტატია

უნამუსო ხარ… მერამდენედ აწყობთ პროვოკაციას – ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს დაუპირისპირდა

მსგავსი სტატიები

ებოლას ეპიდაფეთქების დიდი რისკი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ებოლას ეპიდაფეთქების დიდი რისკი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

17 მაი 2018
საქართველოს პრეზიდენტის როლი მომდევნო კვირების განმავლობაში შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს

საქართველოს პრეზიდენტის როლი მომდევნო კვირების განმავლობაში შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს

ირაკლი შალიკაშვილი 29 სექ 2021

ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტური ფილმები ფრანკფურტის ფილმების რეტროსპექტივაზე

სოსო ელისაშვილი 12 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge