NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ანაკლიის პროექტზე მოლაპარაკებებს, რუსეთის პოზიციების გათვალისწინებით აჭიანურებს

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ანაკლიის პროექტზე მოლაპარაკებებს, რუსეთის პოზიციების გათვალისწინებით აჭიანურებს

01 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 705 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სრული მასშტაბით ამუშავება არ უნდა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანმა, გიორგი კანდელაკმა ანაკლიის პორტის საკითხზე მოლაპარაკებები გაჭიანურებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ამ დრომდე უცნობია, როდის გაიმართება შეხვედრა, რომელიც აპრილში უნდა გამართულიყო და სადაც ანაკლიის კონსორციუმის, საერთაშორისო დონორებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეთანხმების შედეგად საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო ანაკლიის პორტის ბედი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის რომ პროცესი ჭიანურდება, არ არის შემთხვევითი და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ამ პროექტის განხორციელება არ სურს.

„საჯაროდ ნამდვილად ცნობილია, რომ ანაკლიის ღრმაწყოლვანი პორტის სრული მასშტაბით ამუშავება არ უნდა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. მრავალი მაგალითი დაგვიგროვდა როგორ ცდილობს “ქართული ოცნების” მთავრობა არ აწყენინოს რუსეთს, როგორ ცდილობს “ქართული ოცნების” მთავრობა, რომ დააბალანსოს, როგორც ეს შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში ხდებოდა,“ – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე,  რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ მთავრობის სურვილია, ინვესტორებმა ანაკლიის პროექტი დააფინანსონ.

„მთავრობამ აირჩია განსხვავებული პრაქტიკა, ჩანს, რომ მათ არ უნდათ რომ ანაკლიის პროექტი ინვესტორებმა დააფინანსოს. ჩაშალეს ფაქტობრივად, აპრილის შეხვედრა და დაინიშნა მაისში და იქნება თუ არა არავინ არ იცის, ან თუ იქნება როგორ დამთავრდება. მათ უნდათ, რომ საზოგადოების ყურადღება ხმაური თავიდან აიცილონ და მიმართეს ასეთი ჩუმი ბლოკირების ტაქტიკას. საბოლოოდ, როგორც ჩანს, მთავრობის მიზანია რომ ინვესტორებმა თავად გვაქციონ ზურგი,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, რომ პროექტისთვის ხელოვნურად ხელის შეშლა არ ხდება.

„რადგან ახალია მინისტრი დაინიშნა, ამ თემაზე სპეკულირება არ დამთავრდება და სიცხადე რომ შემოვიდეს, მისი მოსმენის ერთ-ერთი თემა იქნება ეს. მე პირადად, ვერ დაგიდასტურებთ რომ ვიცი რაიმე კონკრეტული პოზიცია, რომელიც შესაძლებელია მიანიშნებდეს ხელოვნურ შეფერხებას, თუმცა ზოგადად, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ ამ პორტის კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებული საკითხების მოსმენა ცუდი არ იქნება,“ – აცხადებს რომან კაკულია.

კომენტარები

2019-05-01
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანაკლიის პროექტი – საკითხზე მოლაპარაკებები ჭიანურდება

შემდეგი სტატია

“მისი სიტყვების რევიზორად ვერ გამოვდგები” – მმართველი გუნდი პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება

მსგავსი სტატიები

„უნდოდა მანანა ბერკაშვილს თუმანიშვილის თეატრის დაკნინება, დაღუპვა და აი, ასრულებს!“

31 აგვ 2017

უსუფაშვილი: „IRI-ის ბოლო კვლევით ჩემი საპრეზიდენტო საარჩევნო რეიტინგი ორნიშნა იყო“

27 სექ 2018

კანადელი ქალი სასტუმროს ნომერში ცხენთან ერთად შესახლდა

17 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

    კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

  • ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

    ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • სროლა ტეხასის  სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

    სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge