NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ეს არის სწორედ ის განცხადება, რომელიც პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე” – ოპოზიცია ზურაბიშვილის განცხადებაზე საუბრობს

„ეს არის სწორედ ის განცხადება, რომელიც პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე” – ოპოზიცია ზურაბიშვილის განცხადებაზე საუბრობს

01 მაი 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 732 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის საქართველოში ამერიკული ბაზის მშენებლობის წინააღმდეგია, ოპოზიცია რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმად აფასებს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამერიკული ბაზები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია და ტერორიზმის ალბათობას გაზრდის. პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველომ ამ ტიპის პროვოკაციული ნაბიჯები არ უნდა გადადგას.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც თავის მმართველობას იმპიჩმენტით დაასრულებს.

„ეს არის ერთი ერთში პუტინის ნარატივის გამეორება ეს არის პირდაპირ რუსული პროპაგანდის ტირაჟირება, საქართველოსთვის ომის დაწყების დაბრალდებასთან ერთად ეს არის ყველაზე სკანდალური განცხადება, რაც კი გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელდასმულ პრეზიდენტს, მე დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ეს ქალი აუცილებლად დაასრულებს იმპიჩმენტით, თუმცა იმპიჩმენტამდე მნიშვნელოვანია, რომ მან არ მიაყენოს ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი ასეთი განცხადებებით,”-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუში გაჟღერებული გზავნილები მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება. ბაქრაძე მმართველი გუნდისგან განმარტებებს ითხოვს.

„ეს არის სწორედ ის განცხადება, რომელიც პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე, რომ საქართველო არ უნდა იყოს დასავლური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი და ეს ქვეყანა უნდა იყოს მხოლოდ ოკუპანტი რუსის ჯარის ამარა. მე მოვითხოვ ოფიციალურ განმარტებას საქართველოს მთავრობისგან, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ქალბატონ ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღდმეგება საქართველოს სამომავლო ნატო-ში გაწევრიანების ვალდებულებას და რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს გაწევრიანებას დასავლური უსაფრთხოების სისტემაში,“-განაცხადა დავით ბაქარაძემ.

კომენტარები

2019-05-01
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გენერალი ჩაჩიბაია თვითონ არის ყველა ამ ომის მონაწილე, ის არ არის გუშინ ჯარში მოსული

შემდეგი სტატია

ყველას ვთხოვ, ნუ შეეცდებიან, ჩემი გამოსვლის ტექსტში ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას

მსგავსი სტატიები

ზელენსკი პუტინთან შეხვედრაზე: ძნელია მოლაპარაკება, მაგრამ …

ზელენსკი პუტინთან შეხვედრაზე: ძნელია მოლაპარაკება, მაგრამ …

ნინო ჩხეიძე 10 დეკ 2019
„ტურიზმმა მხოლოდ 2017 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 2 მილიარდ 7 მილიონ დოლარზე მეტი დააგენერირა”

„ტურიზმმა მხოლოდ 2017 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 2 მილიარდ 7 მილიონ დოლარზე მეტი დააგენერირა”

20 იან 2018
პროკურორი: შეწყალების  უფლება აპრიორი არ ნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებული იქნას  ვინმეს მიერ, როგორც მას მოესურვება

პროკურორი: შეწყალების უფლება აპრიორი არ ნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებული იქნას  ვინმეს მიერ, როგორც მას მოესურვება

05 იან 2018

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge