NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ანაკლიის პროექტი – საკითხზე მოლაპარაკებები ჭიანურდება

ანაკლიის პროექტი – საკითხზე მოლაპარაკებები ჭიანურდება

01 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 957 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ანაკლიის პორტის საკითხზე მოლაპარაკებები ჭიანურდება. კონსორციუმი ისევ ელოდება საქართველოს ხელისუფლებას, თუ როდის შედგება მოლაპარაკება მასსა და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს შორის.

ამ დრომდე უცნობია, როდის გაიმართება შეხვედრა, რომელიც აპრილში უნდა გამართულიყო და სადაც ანაკლიის კონსორციუმის, საერთაშორისო დონორებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეთანხმების შედეგად, საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო ანაკლიის პორტის ბედი.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბანკებსა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები ნელი ტემპით მიმდინარეობს.

„რაც შეეხება მოლაპარაკებას ბანკებსა და სახელმწიფოს შორის, სამწუხაროდ, ძალიან ნელა მიმდინარეობს. მე ვერ გეტყვით მიზეზებს, ჩვენ ველოდებოდით, რომ შეხვედრა მოხდებოდა აპრილში. მხოლოდ ორი წერილი გაიცვალა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის. იმედია, რომ უახლოეს ხანში შეხვდებიან, რამეთუ ეს გაწელვა პირდაპირ, ხელს უშლის იმ ვადას, რომელშიც ჩვენ უნდა ჩავეტიოთ. თქვენ იცით, რომ ჩვენი ვადა სახელმწიფოსთან იწურება 15 ივნისს და რა თქმა უნდა, დამოკიდებულები ვართ ამ მოლაპარაკებაზე,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ მთავრობასა და ბანკებს შორის, მოლაპარაკებები ნელ ტემპებში მიმდინარეობს. მისი თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა იმისთვის რომ შეხვედრის ორგანიზება მოხდეს.

„სამწუხაროდ, პროცესი ნელა მიმდინარეობს. იყო აპრილში გაცვლა, ასე ვთქვათ, დამაზუსტებელი შეკითხვების და პასუხების. შეკითხვები მთავრობის მხრიდან იყო,  პასუხები მერე ბანკების მხრიდან. სამწუხაროდ, ვართ ასე ვთქვათ, მოყოლილი მთავრობასა და ბანკებსა შორის მოლაპარაკებაში, რაც სწრაფ ტემპში არ მიმდინარეობს, სამწუხაროდ. ვერ მოხერხდა ამ შეხვედრის ჯერჯერობით, ორგანიზება. ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში, სამინისტროსთანაც და ბანკებთანაც, იმისთვის რომ ამ შეხვედრის ორგანიზება მოხდეს. ასევე, არ გამოვრიცხავ შუალედური შეხვედრის ორგანიზებას, ანუ არა სამუშაო ჯგუფის, არამედ უფრო მაღალ დონეზე,“ – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, დავით ჯავახაძე ვარაუდობს, რომ შეხვედრა ბანკების წარმომადგენლებსა და მთავრობას შორის, მაისში დაიგეგმება და მხარეებს შორის პოზიციების შეჯერება მოხდება.

„არ შეწყვეტილა კომუნიკაცია, ბანკებთან განხორციელდა არაერთი მიმოწერა და კომუნიკაცია, რომელიც შეეხებოდა დაზუსტებებს სახვადასხვა ძირითად საკითხებთან დაკავშირებით“ – აღნიშნა დავით ჯავახაძემ.

კომენტარები

2019-05-01
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სტატუსის ქონა არის პროვოკაცია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ – საპარლამენტო ოპოზიცია

შემდეგი სტატია

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ანაკლიის პროექტზე მოლაპარაკებებს, რუსეთის პოზიციების გათვალისწინებით აჭიანურებს

მსგავსი სტატიები

მე აქ ლაყაფისთვის არ ვზივარ, “კროსია” თუ რა არის? – ირმა ინაშვილი პრემიერს ურჩევს დღის წესრიგს გადახედოს

მე აქ ლაყაფისთვის არ ვზივარ, “კროსია” თუ რა არის? – ირმა ინაშვილი პრემიერს ურჩევს დღის წესრიგს გადახედოს

ირაკლი შალიკაშვილი 31 მაი 2019

გრიგოლ ვაშაძე: ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება

სოსო ელისაშვილი 28 ოქტ 2018
ხუხაშვილი – ოცნებამ მხოლოდ თვითონ კი არ გაიჩალიჩა, ჩვენც და ქვეყანასაც გაგვიჩალიჩა

ხუხაშვილი – ოცნებამ მხოლოდ თვითონ კი არ გაიჩალიჩა, ჩვენც და ქვეყანასაც გაგვიჩალიჩა

30 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge