NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“საქმე გვაქვს უღირს პრეზიდენტთან” – ოპოზიცია ზურაბიშვილის სკანდალს ეხმაურება

“საქმე გვაქვს უღირს პრეზიდენტთან” – ოპოზიცია ზურაბიშვილის სკანდალს ეხმაურება

30 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 1089 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის სკანდალი – სალომე ზურაბიშვილის მიერ ოფიციალურ გვერდზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების გაზიარებას, სადაც დონალდ ტრამპი, კონკურენტ ჯო ბაიდენს  „მძინარას“ უწოდებს, ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტების, რომ ზურაბიშვილის გვერდზე ტრამპის პოსტი სოციალური მედიის მართვის მენეჯერის შეცდომის შედეგად მოხდა, არ სჯერათ.

პოლიტიკოსების შეფასებით, პრეზიდენტის მსგავსი გადაწყვეტილებები დამაზიანებელია ქვეყნისთვის.

„ეს ადამიანი აკნინებს პრაქტიკულად ყველა ინსტიტუტს, არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს და რეალურად დამაზიანებელია ძალიან ბევრი მიმართულებით. ქალბატონ სალომეს ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები ვერ აზროვნებენ ან არ აზროვნებენ. ძალიან კარგად ვიცით ტვიტერი როგორ მუშაობს, როგორ ხდება გაზიარება ინფორმაციის. ყველა გადასარევად ხვდება რასთან გვაქვს  საქმე, საქმე გვაქვს უღირს პრეზიდენტთან,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე.

ხელისუფლების ოპონენტები სალომე ზურაბიშვილს ახსენებენ, რომ იგი ქვეყნის მთავარსარდალია და მისი ყოველი ნაბიჯი საქართველოს პოზიციას გამოხატავს.

„სალომე ზურაბიშვილს ავიწყდება, რომ ფორმალურად იგი მაინც არის პრეზიდენტი და მისი ანგარიშები სოციალურ მედიაში, არის საქართველოს სახელმწიფოს პოზიციის გამომხატველი ფორმალურად მაინც და როდესაც იგი ასეთ პოლიტიკურ თავდასხმებს ერთი მხარის, ოფიციალურ გვერდზე აზიარებს, ნუ როგორც მინიმუმ ის პრეზიდენტის ინსტიტუტს, ასევე ქვეყანას, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი.

მომხდართან დაკავშირებით განმარტებებისგან თავს იკავებენ საპარლამენტო უმრავლესობაში.

„არ ვიცი რა პოსტზეა საერთოდ საუბარი და არ მგონია, რომ რამდენი პოსტი დაიდება „ფეისბუქში“, კომენტარები უნდა გავაკეთო,“-აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

კომენტარები

2019-04-30
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ევროპული საქართველო“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს საღამოს შეხვდება

შემდეგი სტატია

მოსამართლეების შერჩევა/დანიშვნის წესი – საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტი მესამე მოსმენისთვის ბიუროზე დარეგისტრირდება

მსგავსი სტატიები

„პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი ბრძოლის სეზონი დაანონსდა“

„პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი ბრძოლის სეზონი დაანონსდა“

16 ნოე 2017
გიორგი ვაშაძე: 20 ივნისიდან საქართველოს ეროვნული გადარჩენის ახალი გეგმა უნდა ავამოქმედოთ

გიორგი ვაშაძე: 20 ივნისიდან საქართველოს ეროვნული გადარჩენის ახალი გეგმა უნდა ავამოქმედოთ

ირაკლი შალიკაშვილი 17 ივნ 2022
გიორგი გახარია: ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური, ბინძური, ტყუილებით გაჯერებული – უკვე ისეთ საოცარ ტყუილებს ამბობენ, არ ვიცი

გიორგი გახარია: ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური, ბინძური, ტყუილებით გაჯერებული – უკვე ისეთ საოცარ ტყუილებს ამბობენ, არ ვიცი

ნინო ჩხეიძე 03 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge