NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები და წესი – ეკა ბესელიას საკანონდებლო ინიციატივის განხილვას ხმაური მოჰყვა

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები და წესი – ეკა ბესელიას საკანონდებლო ინიციატივის განხილვას ხმაური მოჰყვა

30 აპრ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 528 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები და წესი – დეპუტატ ეკა ბესელიას საკანონდებლო ინიციატივის განხილვას პარლამენტში ხმაური მოჰყვა.

საპარლამენტო უმრავლესობაში, ყოფილი თანაგუნდელის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს კვლავ არაკონსტიტუციურს უწოდებენ.  ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები კი ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ამ წინადადების იგნორირებით მოსამართლეთა კლანის ინტერესებს იცავს.

„ტრადიციად იქცა, რომ ყველა სხდომა იწყება რეგლამენტის დარღვევით. მე მინდა, სხდომის თავმჯდომარეს შევახსენო, რომ რეგლამენტის 94-ე მუხლი, რომელიც პოლიტიკური განცხადებების ნაწილია, წერია, რომ პოლიტიკური განცხადებები იწყება მას შემდეგ, რაც დღის წესრიგი მტკიცდება სხდომაზე. დღის წესრიგი სხდომაზე არ დაგვიმტკიცებია. კენჭისყრა ჩატარდეს, რომ პარლამენტმა გამოხატოს პოზიცია, ის პროექტი არის პირველი მოსმენით და ვიდრე მესამე მოსმენა მოხდება, მესამე მოსმენამდე განიხილოთ ის კანონპროექტი, რომელიც არის ერთობლივად მომზადებული,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებით, მმართველ გუნდს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცება მიმდინარე კვირაში უნდა, რაც ფოფხაძის შეფასებით, სასამართლოს ხელისუფლების შპს-დ გადაქცევას ნიშნავს.

„დღეს გამოკვეთილი სახელისუფლებო პოზიცია არის კლანის ხელში სასამართლო სისტემის დატოვება და სასამართლოს გადაქცევა ჩვეულებრივ შპს-დ, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი იქნება სასამართლოში დაბუდებული კლანი. ამ პროცესს თუ ჩვენ ყველა ერთად არ აღვუდგებით, ეს მერე ნებისმიერ ჩვენგანს წინ დახვდება,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ პარტიას „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარიაცაკრიტიკებს. დეპუტატის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ჯგუფი ცდილობს სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდებას.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის პატარა დაჯგუფებას არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ამხელა მონაპოვარი დადგეს საფრთხის ქვეშ. დღეს, თქვენ, როდესაც შემოგყავთ პრეზიდენტი საშინელი არჩევნებით არჩეული, გამოგყავთ პრემიერი, რომელიც არაფერს არ წყვეტს პარლამენტში და გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც ამ კვირაშივე უნდა, რომ მესამე მოსმენით ძალით გაათრიოს ის სასამართლო კანონი, რომელიც ასამარებს ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას, ეს არ არის ის ფასეულობები, რომელზეც დგას ევროპა,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

2019-04-30
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„თუ შეცდომა გაიპარა, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გაგიხარდეთ” – სესიაშვილი პრეზიდენტის სკანდალზე

შემდეგი სტატია

ვითარება დავით გარეჯში – ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები” შს მინისტრს პარლამენტში იბარებს

მსგავსი სტატიები

დიდი ცხვირის პრობლემა ახალმა ტრენდმა გადაჭრა

დიდი ცხვირის პრობლემა ახალმა ტრენდმა გადაჭრა

18 აპრ 2018
რიანას მოულოდნელი პასუხი, როდესაც ჰკითხეს, მიიწვიეს თუ არა სამეფო ქორწილში

რიანას მოულოდნელი პასუხი, როდესაც ჰკითხეს, მიიწვიეს თუ არა სამეფო ქორწილში

17 მაი 2018

„მე სამდღიანი სტაჟი მაქვს. იულიას – სამ წლიანი. შესანიშნავად გამოიყურება. იქნებ ეს კარგიც არის?“

11 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

  • “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

    “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge