NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აჩვენებთ სისუსტეს, არათანმიმდევრულობას, აჩვენებთ, რომ ხართ ძალიან უსამართლო – სერგი კაპანაძე პანკისში განვითარებულ მოვლენებზე

აჩვენებთ სისუსტეს, არათანმიმდევრულობას, აჩვენებთ, რომ ხართ ძალიან უსამართლო – სერგი კაპანაძე პანკისში განვითარებულ მოვლენებზე

30 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 464 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც სამართალდამცავები და მოსახლეობა ერთმანეთს ჰესის მშენებლობის გამო დაუპირისპირდნენ, პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ.

პლენარული სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ადგილობრივების წინააღმდეგ სპეცრაზმის შეყვანის ფაქტი, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

სწორედ სპეცრაზმის შეყვანის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრმა, სერგი კაპანაძემ.

დეპუტატის შეფასებით, პანკისში განვითარებულმა მოვლენებმა ხელისუფლების სისუსტე კიდევ ერთხელ გამოკვეთა.

Image result for სერგი კაპანაძე

„რა არის საბოლოოდ თქვენი დამოკიდებულება ჰესების მიმართ, დიდი თუ პატარას მიმართ – უნდა გაკეთდეს თუ არ უნდა გაკეთდეს? იმიტომ, რომ ოპოზიციაში რომ იყავით, მაშინ ამბობდით, რომ იყო სრული მავნებლობა და არ უნდა გაკეთებულიყო. ახლა ამბობთ, რომ ვინც ჰესების წინააღმდეგია, არის მოღალატე. საბოლოო ჯამში, ჰესების გასაკეთებლად საჭიროა თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობა მაღალი ქვორუმით, როგორც ამას ბრძანებს ბატონი გახარია, 90 პროცენტიანი. ახლა კიდევ რომ ემუქრებით მოსახლეობას, რომ ყველას წინააღმდეგ იქნება სასჯელი გამოყენებული და დაისჯებიან, ვინც იქ ქვებს ისროდა, რაც შეიძლება ლეგიტიმური მიდგომა იყოს, ხომ კარგად გესმით, რომ ამას ვერ გააკეთებთ და ჯამში, გამოდის ის, რომ ერთი მხრივ, აჩვენებთ სისუსტეს, მეორე მხრივ, აჩვენებთ არათანმიმდევრულობას, მესამე მხრივ, აჩვენებთ რომ ხართ ძალიან უსამართლო და რაც მთავარია, აჩვენებთ იმას, რომ თქვენ არც სიტყვას და არც საქმეს, არანაირი ფასი არ გააჩნია,“ – განაცხადა კაპანაძემ.

ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ არველაძე ამბობს, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარებისთვის ჰიდროენერგეტიკული რესურსები გააჩნია. აქედან გამომდინარე, დეპუტატი ხელისუფლებას და ინვესტორებს მოუწოდებს, რომ ჰესების მშენებლობისთვის მოსახლეობის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყონ.

Image result for რევაზ არველაძე

„საქართველოს რეალურად მხოლოდ ერთი სტაბილური წყარო გააჩნია ენერგეტიკის განვითარების, ეს არის ჰიდროენერგეტიკული რესურსები. სწორედ ამის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა და ეს პროცესი არ დაწყებულა ახლა. საკმაოდ დიდი ხანია, მიმდინარეობს. მე მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ ისეთი ობიექტები, რომლებიც საერთოდ არაფერ გავლენას არ ახდენენ გარემოზე, უარყოფითი გავლენა მაქვს მხედველობაში, ან ახდენენ გავლენას, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოს, რომ ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს, ნუ იქნებიან მათი რისხვის ობიექტები. რაც შეეხება, თვითონ ჩვენმა მთავრობამაც და ინვესტორებმაც უნდა გააძლიერონ განმარტებითი მუშაობა მოსახლეობასთან,“ – განაცხადა რევაზ არველაძემ.

პანკისის ხეობაში დაპირისპირება ჰესის მშენებლობის დაწყების გამო მოსახლეობის პროტესტი უძღოდა წინ. ადგილობრივებმა ხუდონ3-ის მშენებლობის დაწყება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ხეობაში სპეცრაზმი შევიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები

2019-04-30
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრეზიდენტის სკანდალი – ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა

შემდეგი სტატია

ისეთ თემებს აქცევთ ყურადღებას, რასაც ადრე საახალწლო ეთერებსა და კურიოზებში უშვებდით

მსგავსი სტატიები

ბილაინის შეთავაზება მომხმარებელს – NBA-ს საერთაშორისო ლიგის აბონემენტზე წვდომა

ბილაინის შეთავაზება მომხმარებელს – NBA-ს საერთაშორისო ლიგის აბონემენტზე წვდომა

ირაკლი შალიკაშვილი 30 მაი 2019
ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანეს

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანეს

სოსო ელისაშვილი 14 მარ 2018
რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

08 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

    ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

  • უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

    უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

  • თამარ გაბუნია: იმ ტრაგიკულმა შემთხვევამ, რაც მოხდა პირველივე კვირაში, ვაქცინაციის პროცესზე ძალიან დამაზარალებელი ზეგავლენა იქონია

    თამარ გაბუნია: იმ ტრაგიკულმა შემთხვევამ, რაც მოხდა პირველივე კვირაში, ვაქცინაციის პროცესზე ძალიან დამაზარალებელი ზეგავლენა იქონია

  • რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარებს მუდმივი დისლოცირების ადგილზე აბრუნებს

    რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარებს მუდმივი დისლოცირების ადგილზე აბრუნებს

  • კიდევ ერთი კომიტეტი შევარჩიე, განათლების კომიტეტთან ერთად ჯანდაცვის კომიტეტის წევრობაც მინდა

    კიდევ ერთი კომიტეტი შევარჩიე, განათლების კომიტეტთან ერთად ჯანდაცვის კომიტეტის წევრობაც მინდა

  • უნიკალური სახლი მილანში (ვიდეო)

    უნიკალური სახლი მილანში (ვიდეო)

  • “მარგინალი, ჩამოწერილი, წარსულში ჩარჩენილი”

    “მარგინალი, ჩამოწერილი, წარსულში ჩარჩენილი”

  • ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

    ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

  • “როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას”

    “როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას”

  • ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა დარჩება თუ არა ციხეში, მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ

    ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა დარჩება თუ არა ციხეში, მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge