NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების წინაპირობას

დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების წინაპირობას

24 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 1073 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების წინაპირობას,“ – ამის შესახებ „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ლევან ჯიბღაშვილის საქმეს ეხმაურება.

მესამე სექტორის აზრით, არაერთი შემთხვევა არსებობს, როცა მცირე ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენის შემდეგ, ამა თუ იმ პირისთვის სასამართლოს წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინა ან დიდი ოდენობით გირაოს თანხის გადახდა დაეკისრებინა.

იმის გათვალისწინებით, რომ ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის იზოლატორი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს შერჩევით სამართალთან.

„ამაზე არავინ არ ვკამათობთ, რადგანაც საკმაოდ დიდი უფლებამოსილება რჩება პროკურატურას, მკაფიო ხედვა არ არსებობს საკანონმდებლო დონეზე, ასევე საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში არის განწყობა, რომ არსებული პოლიტიკა არ უნდა იყოს ისეთი მკაცრი, როგორიც არის, მაგრამ თუ ეს იქნება ინდივიდუალურ შემთხვევებში და არა ზოგადად ყველას მიმართ, ცხადია, ეს იქნება კრიტიკის საგანი,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ ნარკოტიკული ნივთიერებების ჩამონათვალი გაასაჯაროვა, რომელიც ლევან ჯიბღაშვილის მანქანიდან ამოიღეს. ავტომობილიდან ამოღებულია კოკაინი, ექსტაზი და მარიხუანა.

[apester-playlist channelToken=”5a030b040680510100156be7″]

კომენტარები

2019-04-24
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული

შემდეგი სტატია

ეს იყო დიდი კონფლიქტის თემა შიგნით, მქონდა ძალიან მწვავე საუბარი ივანიშვილთანაც – იუსტიციის საბჭოს ახალ სკანდალს ეკა ბესელია ეხმაურება

მსგავსი სტატიები

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გუდაურიდან დაშავებულებს თბილისში გადმოიყვანს

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გუდაურიდან დაშავებულებს თბილისში გადმოიყვანს

სოსო ელისაშვილი 16 მარ 2018
გავრცელებული ინფორმაციით, აკაკი გოგიჩაიშვილი „იბერიაზე“ გადადის

გავრცელებული ინფორმაციით, აკაკი გოგიჩაიშვილი „იბერიაზე“ გადადის

10 იან 2018
„თუ ის დაბრუნდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი სწორად გააკეთოს, მეც მზად ვარ“

„თუ ის დაბრუნდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი სწორად გააკეთოს, მეც მზად ვარ“

26 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge