NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ხმაური დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე – ფინანსთა მინისტრის აზრით, ბოკერია ციფრებთან “კარგად ვერ არის

ხმაური დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე – ფინანსთა მინისტრის აზრით, ბოკერია ციფრებთან “კარგად ვერ არის

23 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 758 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე ფინანსთა მინისტრის დღევანდელი გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციას შენიშვნები, მთავრობის ეკონომიკურ და ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით ჰქონდა. განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა ლარიზაციის პროცესზე საუბარს. ოპოზიციის წევრები დაინტერესდნენ, რატომ მოუწოდებს ეკონომიკის მინისტრი საზოგადოებას, რომ დანაზოგი ლარში შეინახონ, როცა თავად დანაზოგი დოლარში აქვს.

ოპონენტების კრიტიკა ფინანსთა მინისტრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას უთხრა, რომ ციფრებთან კარგად ვერ იყო.

„ალტერნატივა აქციზის გადასახადის ზრდის და საპენსიო გადასახადის არის სახელმწიფოს დანგრევა? მეტ ფულს წაართმევთ თუ არა საპენსიო რეფორმით ხალხს თუ არა? მითხარით, “-მიმართა ბოკერიამ მაჭავარიანს.

მინისტრმა ბოკერიას უთხრა, რომ საპენსიო რეფორმა არაფერ შუაშია და ის მოსახლეობას არ აზარალებს.

„გავიგე, რომ ციფრებთან ვერ ხართ კარგად. როდესაც 400-500 ლარიან დაპირებებს იძლევიან პენსიების, მომავალში ჩვენ გვინდა 1000 და 2000 ლარამდე გავზარდოთ პენსია, თუ არ წავიდა დაგროვებით, მაშინ ეს განაკვეთები კი აღარ დარჩება 25% , დარჩება რაც ევროპულ ქვეყნებშია, 40-45%-იანი და ა.შ.“-განაცხადა მაჭავარიანმა.

მან პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ლარიზაციასთან დაკავშირებით მისი და კობა გვნეტაძის მიდგომებს შორის არსებითი განსხვავება არ არის.

“გეტყვით პაპულარულ მარტივ ენაზე, დაახლოებით, რასთან გვაქვს საქმე. ვისაც თინეიჯერი შვილი გვყავს ვნერვიულობთ, რომ გვიან არ მოვიდნენ,რამე არ დაუშავდეთ. სხვაობა გინდათ დავიყვანოთ ჩემსა და ბატონი კობას მიდგომებს შორის. ის ამბობს,რომ ათ საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, რომ 12-მდე დატოვეთ,“-განაცხადა მაჭავრიანმა.

ამ პარალელის გამო მაჭავარიანი გიგა ბოკერიამ გააკრიტიკა. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მას უთხრა, რომ ძალიან ცუდი შედარება გამოუვიდა, როცა საქართველოს მოქალაქეები მოზარდებთან გააიგივა.

„ვიცოდი კიდეც რომ თქვენ ბავშვებად მიგაჩნიათ საქართველოს მოქალაქეები. ცუდი ანალოგია გამოგივიდათ, მით უმეტეს, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იქამდე კულტურის ამაღლება დაისახა მიზნად ხალხის, რომ ჩვენ ხალხმა არ იცის ფულის დაგროვებაო და ჩვენ იმისთვის ვართ რომ ვასწავლოთო,“-მიმართა ბოკერიამ მაჭავარიანს.

მაჭავარიანმა კი მას უთხრა, რომ არ ეკადრებოდა მსგავსი შინაარსის კომენტარი, რაზეც ბოკერიამ მინისტრს ურჩია, რომ მორალის კითხვა არ დაეწყო.

სიტყვიერი დაპირისპირება მინისტრსა და ბოკერიას შორის მაჭავარიანის რეპლიკით დასრულდა, რომელმაც თქვა, რომ თუკი ვინმეს ქვეყნის მოსახლეობა ბავშვად მიაჩნია, ეს ნიშნავს, რომ მათზე ისევე ზრუნავს, როგორც ბავშვებზე.

„თუ ვინმეს ბავშვად მიაჩნია, ეს ნიშნავს,რ ომ უფრო მეტს ზრუნავს,“- აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

2019-04-23
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“არავის ეპატიება პოლიციელზე აგრესიული ქმედება… კანონის შესაბამისად ყველას პასუხი მოეთხოვება

შემდეგი სტატია

„ხალხი რომელიც საერთოდ ვერ ერკვევა ამ სფეროში, გვევლინება გადაწყვეტილების მიმღებად“ – თეა გოდოლაძე ჰესების მშენებლობაზე

მსგავსი სტატიები

პრეზიდენტმა მესტიაში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, სამხედრო ძალების გამოყენების ბრძანება გამოსცა

პრეზიდენტმა მესტიაში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, სამხედრო ძალების გამოყენების ბრძანება გამოსცა

08 ივლ 2018

სექტემბრის თვის საუკეთესო ფოტოები Instagram-ზე

02 ოქტ 2017
ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში მყოფები მიმართავდნენ დიალოგს და არა სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციას, რომელიც ართულებს პანდემიურ სიტუაციას

ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში მყოფები მიმართავდნენ დიალოგს და არა სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციას, რომელიც ართულებს პანდემიურ სიტუაციას

ირაკლი შალიკაშვილი 23 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

    მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

  • „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • გია ხუროშვილი: ყირიმიდან გაგრამდე 12 საათი გჭირდება მანქანით! ხოდა ყირიმს ფაშისტები ტოვებენ!- პუტინი მარცხდება!

    გია ხუროშვილი: ყირიმიდან გაგრამდე 12 საათი გჭირდება მანქანით! ხოდა ყირიმს ფაშისტები ტოვებენ!- პუტინი მარცხდება!

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წალკაში ყველის საწარმო აშენდა

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წალკაში ყველის საწარმო აშენდა

  • ხოფერია: და იცით, რას ვფიქრობ? მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ უმრავლესობას გამოყოფილი დეპუტატები. დიდ საქმეს!

    ხოფერია: და იცით, რას ვფიქრობ? მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ უმრავლესობას გამოყოფილი დეპუტატები. დიდ საქმეს!

  • ჯო ბაიდენმა “ინფლაციის შემცირების აქტს” მოაწერა ხელი – რას ითვალისწინებს ახალი კანონი

    ჯო ბაიდენმა “ინფლაციის შემცირების აქტს” მოაწერა ხელი – რას ითვალისწინებს ახალი კანონი

  • აშშ „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

    აშშ „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

  • ზელენსკი: იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა

    ზელენსკი: იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა

  • ცეცხლი, ვარსკვლავი, ფენომენი – რას წერენ იტალიელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე სადებიუტო მატჩის შემდეგ

    ცეცხლი, ვარსკვლავი, ფენომენი – რას წერენ იტალიელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე სადებიუტო მატჩის შემდეგ

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge