NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დაგროვებითი პენსია – რეფორმის შედეგებს დეპუტატებს დღეს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი წარუდგენს

დაგროვებითი პენსია – რეფორმის შედეგებს დეპუტატებს დღეს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი წარუდგენს

23 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 819 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი და რეფორმით მიღებული შედეგები – პირველად მონაცემებს როგორ სრულდება კანონი, დღეს დეპუტატებს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან სურგულაძე წარუდგენს.

ოპოზიცია საკუთარ პოზიციას არ ცვლის, რეფორმას უარყოფითად აფასებს და სურგულაძესთან კონკრეტული შეკითხვები აქვთ.

„საპენსიო რეფორმის პირველი შედეგი არის ის, რომ გაუძვირდა ბიზნესს წარმოება. 2%-ით გაეზარდა მათ ხელფასის დაბეგვრა, ასევე მოაკლდა შემოსავლები დასაქმებულებს. ზოგადად ეს საპენსიო რეფორმა და ინიციატივები იყო მოუმზადებელი, რასაც ყველა გრძნობს საკუთარ თავზე,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

ოპოზიციის მტკიცებით, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი ნაჩქარევად არის მიღებული.

„მთავარი კითხვა რაც საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელთან „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს, არის ის რომ ისე რომ არ იციან ფული სად განათავსონ, არ აქვთ დაკომპლექტებული საინვესტიციო საბჭო, უკვე ჩაუყვეს ჯიბეში ხელი მოსახლეობას. საეჭვოა, რომ ეს სქემა ადამიანებს ღირსეულ პენსიას უზრუნველყოფს. ვიცით, რომ ეს ასე არ მოხდება,“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებენ, თუმცა კანონთან დაკავშირებულ გარკვეული რისკების არსებობას ადასტურებენ „ქართულ ოცნებაში“.

„მე ამას ყოველთვის საერთო რისკის სცენარს ვუწოდებდი, იმიტომ, რომ ის გათვლილია ქვეყნის განვითარების საუკეთესო სცენარზე რა თქმა უნდა. რისკები ყველა ქვეყანაში არის, სადაც შეიძლება გარკვეული რისკები ჰქონდეს განვითარებას, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეკონომიკურად, სტაბილურად და მდგრადად ვითარდებოდეს ქვეყანა,“-განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

2019-04-23
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“თუ ვინმეს რამე ენატრება ამ ქვეყანაში არის სახელმწიფო მოხელე, რომელიც გადაწყვეტილებებს ღებულობს”

შემდეგი სტატია

ისნის რაიონის გამგებლის გამოცემული უკანონო აქტის გამო ბიუჯეტიდან 63 000 ლარი უნდა გადავიხადოთ

მსგავსი სტატიები

ალასკაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ალასკაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

23 იან 2018

სილვიო ბერლუსკონის ვიზიტი სოჭში და მისი საჩუქარი ვლადიმერ პუტინს

09 ოქტ 2017
თამარ მეფის გამზირზე ჰაერში აზოტის დიოქსიდი ნორმას 1.3-ჯერ აჭარბებს

თამარ მეფის გამზირზე ჰაერში აზოტის დიოქსიდი ნორმას 1.3-ჯერ აჭარბებს

04 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

  • ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

    ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

  • მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

    მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

  • გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

    გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

  • „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

    „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge