NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ხელისუფლების პროვოკაცია, რამაც სახელმწიფო ბეწვის ხიდზე გაატარა – მელია პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე

ხელისუფლების პროვოკაცია, რამაც სახელმწიფო ბეწვის ხიდზე გაატარა – მელია პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე

22 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 683 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხელისუფლების პროვოკაცია – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, გუშინ, პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებას.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ხეობის მცხოვრებელთა უმრავლესობა ჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. დეპუტატი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა კომპანიამ გუშინ დილით ხეობაში შესვლა და ჰესის მშენებლობის დაწყება.

„გუშინდელი დღე იყო წმინდა წყლის პროვოკაცია მოწყობილი ხელისუფლების მხრიდან. ბეწვის ხიდზე გაიარა გუშინ სახელმწიფომ. მეორე წელია ხელისუფლებამ იცის მშვენივრად,რომ კატეგორიულად წინააღმდეგია პანკისის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჰესის მშენებლობის.ამიტომაც იყო მშენებლობა შეჩერებული.

წარმოიდგინეთ, დაწყობილი არიან მთელი ძლიერი ამა ქვეყნისანი “ქართული ოცნების” რიგებიდან და საუბრობენ ერთადერთი გზავნილით,რომ თითქოს არ გამორიცხავენ,რომ გუშინდელი დღე იყო პროვოცირებული. და რომელიღაცა ძალამ, უხილავმა ძალამ, იქნებ ეს გამოიყენა სათავისოდო. ასეთ ცინიზმსაც ბედავენ, როცა მშვენივრად იცოდნენ, რომ იქ, მით უფრო სპეცრაზმით შესვლა, ამ ყველაფერს გამოიწვევდა,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

სოფელ ძიბახევთან, გუშინ დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა.

ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდან, ბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ.

მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ  თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე შს მინისტრიც მივიდა. ალაზნისპირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.

კომენტარები

2019-04-22
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნები საკუთარ ნათესავებს ასაქმებენ – ჯელალ ქიქავას პროტესტი ბათუმის მერის კაბინეტთან

შემდეგი სტატია

გახარიას სახით ვიხილეთ ჩამოშლილი ინსტიტუტები და პოლიცია, რომელიც იცავს არა ხალხის, არამედ ივანიშვილის ინტერესებს

მსგავსი სტატიები

მამუკა ბახტაძე: 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაბალანსებულია

13 დეკ 2017
„მირზა სუბელიანს მომხდარი ფაქტის დროს არ ვიცნობდი, ახალი გამოყოფილი საქმის პირობებში მქონდა მასთან კონტაქტი“

„მირზა სუბელიანს მომხდარი ფაქტის დროს არ ვიცნობდი, ახალი გამოყოფილი საქმის პირობებში მქონდა მასთან კონტაქტი“

03 აგვ 2018
თიანეთის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თიანეთის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

08 იან 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge