NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სუს-ის რესურსები მიმართულია პოლიტიკური ოპონენტების დევნისკენ – სხდომის დახურვამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია

სუს-ის რესურსები მიმართულია პოლიტიკური ოპონენტების დევნისკენ – სხდომის დახურვამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია

22 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 819 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტზე, პარლამენტის წევრები სუს-ის ანგარიშს უკვე ოთხ საათზე მეტია დახურულ რეჟიმში განიხილავენ. ამ წუთებში, დეპუტატები გრიგოლ ლილუაშვილის პასუხებს ისმენენ.

რაც შეეხება, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, დახურულ კარს მიღმა გაეგრძელებინა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა, ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა.

ოპონენტების აზრით, გაერთიანებული საკომიტეტო სხდომის დახურვის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ სხდომა დაიხურა, ოპოზიციამ ის შეკითხვები.

ოპოზიციის წევრებმა მედიასთან ის კითხვები გაასაჯაროეს, რომელიც მათ დახურულ სხდომაზე დასვეს. მათ შორის იყო, რამდენად არის ეფექტური სუს-ი რუსეთის აგენტების წინააღმდეგ ბრძოლაში და გამოავლინეს თუ არა ვინმე.

სხდომის დახურვის აუცილებლობას ვერ ხედავს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი. დეპუტატის აზრით, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება ეჭვს აჩენს, რომ მთავრობა საზოგადოებისთვის დასამალი აქვს.

გიორგი კანდელაკი-ის სურათის შედეგი

 „არის საკითხები, რასაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლას ან უბრძოლველობას, უფრო სწორად. მაგალითად, რა სიტუაციაა დღეს სახელმწიფო სამსახურში ტენდერებთან დაკავშირებით, მექრთამეობასთან დაკავშირებით, რაშიც ჩაეფლო ქართული ოცნების მთავრობა. აქ სახელმწიფო საიდუმლოება რა არის? განა არ ნიშნავს ამ ნაწილის დახურვაც იმას, რომ დასამალი აქვს რაღაც მთავრობას“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ მდივანმა, გიორგი კანდელაკმა.

სხდომის დახურვის შესახებ უკმაყოფილება გამოთქვა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ. სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სუს-ის საქმიანობა ოპონენტების ზეწოლისკენ არის მიმართული, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას ბევრი გამოწვევების წინაშე დგას.

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი„სუს-ის რესურსები არის მიმართული დიდ წილად პოლიტიკური ოპონენტების დევნის, ზეწოლის და თვალთვალის მიმართულებით, მაშინ როდესაც ქვეყანა დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე. ჩვენ ვნახეთ, რომ ანგარიშში არის საუბარი ზოგადად გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, თუმცა მე პირადად, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ვერ გავიგე რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად“ – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სხდომის დახურვას უსამართლოს და არასწორ გადაწყვეტილებას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. დეპუტატი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც სხდომაზე კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით ისმება, დახურვის გადაწყვეტილება უადგილოა.

ნიკა მელია-ის სურათის შედეგი

„სხდომა დაიხურა აბსოლუტურად უსამართლოდ. აპელირებდა ბატონი მაღალჩინოსანი სუს-იდან, რომ თითქოს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხები საჯაროდ, მედიის თანდასწრებით არ უნდა განიხილოს. კი ბატონო, როდესაც ტერორიზმთან დაკავშირებით ვსვამთ კითხვებს, დაიხუროს მედიისთვის, როდესაც საოკუპაციო ძალებთან დაკავშირებით ვსვათ კითხვებს, დაიხუროს, მაგრამ როდესაც კორუფციასთან დაკავშირებით ვსვამთ კითხვებს, კონკრეტულ თანამდებობის პირებზე, როგორიც არის ბატონი კვირიკაშვილი ვისზეც ბატონი ივანიშვილი საუბრობს, რომ 700 მილიონი მოიპარაო, ბატონი გოგაშვილი, რომელიც იყო სოციალურად დაუცველი და გახდა დეკლარირებული მილიონერი. აქ რა არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იმდენად საკითხი, რომ მედია არ უნდა დაესწროს“ – აღნიშნა ნიკა მელიამ. 

კომენტარები

2019-04-22
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“პირდაპირი დანაშაული სპეცსამსახურების და ასევე შს სამინისტროსი” – გოცირიძე პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაზე

შემდეგი სტატია

ეს კლანი უნდა დავშალოთ – „ევროპული საქართველო“ იუსტიციის საბჭოდან სამი წევრის გაწვევას ითხოვს

მსგავსი სტატიები

“როცა ასეთ ინიციატივას აყენებენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ უკრაინას სამწუხაროდ დღეს საქართველოდან გაწვეული ჰყავს ელჩი”

“როცა ასეთ ინიციატივას აყენებენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ უკრაინას სამწუხაროდ დღეს საქართველოდან გაწვეული ჰყავს ელჩი”

ირაკლი შალიკაშვილი 18 მარ 2022

ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩევნებს სამ რეგიონში აკვირდება

სოსო ელისაშვილი 28 ოქტ 2018
კახა კალაძე – თბილისის მერობა ჩემთვის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო პოზიციაა

კახა კალაძე – თბილისის მერობა ჩემთვის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო პოზიციაა

25 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს „ოცნების“ „ლიდერშიფთან“ შეთანხმებით

    არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს „ოცნების“ „ლიდერშიფთან“ შეთანხმებით

  • „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

    „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

  • ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

    ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

  • რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

    რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

  • ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

    ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

  • სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

    სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

  • ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

    ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

  • თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

    თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

  • ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

    ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge