NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“პოლიციელისთვის ნასროლი ქვა, სახელმწიფოსთვის ნასროლი ქვაა… ყველას მოეთხოვება პასუხი” – მმართველი გუნდი პანკისში ვითარების პროვოცირებაზე საუბრობს

“პოლიციელისთვის ნასროლი ქვა, სახელმწიფოსთვის ნასროლი ქვაა… ყველას მოეთხოვება პასუხი” – მმართველი გუნდი პანკისში ვითარების პროვოცირებაზე საუბრობს

22 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 848 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპონენტების განცხადებებს ანტისახელმწიფოებრივი უწოდებენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები, პანკისის ხეობაში ვითარების პროვოცირებაში “გარკვეულ ძალებს” ადანაშაულებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ ვინ ისარგებლა ხეობაში მომხდარი დაპირისპირებით. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების თქმით, პანკისში პოლიციას მოსახლეობა დაუპირისპირდა, რაც დაუსჯელი არ დარჩება.

„არც ერთ პოლიციელს არ აქვს სურვილი, რომ ძალა გამოიყენოს მოსახლეობის მიმართ. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის შეფასებები, რომელიც პოლიტიკური მოტივებით ხელისუფლებას ადანაშაულებს მაშინ, როცა პოლიციელისთვის ნასროლი ქვა, არის სახელმწიფოსთვის ნასროლი ქვა. სამწუხაროდ, მოვისმინე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, ამიტომ ეს არის კომპლექსური საკითხი, სადაც პოლიციელს ქვას ესვრიან იქ რეაგირება არის სავალდებულო და ეს პროცესი გაგრძელდება, ყველას მოეთხოვება პასუხი სამართლებრივ ჩარჩოებში”-აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, სოფო კილაძე ამბობს,რომ სახელმწიფომ ნამდვილად გაიარა ბეწვის ხიდზე. მისი თქმით, ხელისუფლებამ გონიერი გადაწყვეტილება მიიღო, როცა პრობლემის გადაჭრის გზად დიალოგი აირჩია.

„მე მგონია,რომ ამ ბეწვის ხიდზე გვმართებს გონიერებას მთელ საზოგადოებას და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მაინც ხელისუფლების მხარეს არის. ჩვენი მიზანი არ არის საზოგადოება დავაპირისპიროთ ერთმანეთს, ან საზოგადოება და ხელისუფლება იყოს დაპირისპირებული. პირიქით, ჩვენი მიზანი არის იყოს სიმშვიდე, გუშინ ნამდვილად ბეწვის ხიდზე გავიარეთ მაგრამ ვფიქრობ, გონიერებამ გაიმარჯვა და სწორად დალაგდა სიტუაცია. ხელისუფლება მაქსიმალურ კომუნიკაციაშია იქაურ მოსახლეობასთან და მგონია,რომ ეს გზა არის ყველაზე სწორი გზა- პრობლემების გადაჭრა დიალოგის გზით,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

ვითარება პანკისში გუშინ უკიდურესად დაიძაბა. ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

სოფელ ძიბახევთან, გუშინ დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა.

ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდან, ბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ.

მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ  თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე შს მინისტრიც მივიდა. ალაზნისპირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.

კომენტარები

2019-04-22
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დღეს სუს-ი გადაქცეულია პოლიტიკურ პოლიციად

შემდეგი სტატია

ჰყავთ თუ არა გამოვლენილი უცხოეთის სპეცსამსახურების აგენტები, ანგარიშში საერთოდ საუბარი არ არის – ირაკლი აბესაძე სუს-ის ანგარიშზე

მსგავსი სტატიები

ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა

13 სექ 2018
რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანესი: დღევანდელი ამბიციური შეთანხმება ცხადყოფს, რომ შეგვიძლია ერთად ფასეული წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანესი: დღევანდელი ამბიციური შეთანხმება ცხადყოფს, რომ შეგვიძლია ერთად ფასეული წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში

ნინო ჩხეიძე 17 დეკ 2022
გიგა ბოკერია: …მაგრამ არსებობს ერთი კითხვა – რიჟვაძე თანამდებობაზე რჩება?!

გიგა ბოკერია: …მაგრამ არსებობს ერთი კითხვა – რიჟვაძე თანამდებობაზე რჩება?!

ნინო ჩხეიძე 10 მარ 2022

უახლესი ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

  • მამა ლევანი: იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო

    მამა ლევანი: იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო

  • ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

    ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

  • ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

    ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

  • დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

    ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

  • არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

    არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

  • ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

    კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

  • კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

    კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge