სახალხო დამცველი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატებს საკუთარ მოსაზრებას წარუდგენს.
მისი თქმით, რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია აქვს, მათ შორის ერთ-ერთია, რომ იუსტიციის საბჭომ კანდიდატები არა ფარული, არამედ ღია კენჭისყრით უნდა აირჩიოს.
„პრინციპულ საკითხად რჩება კანდიდატთა ნომინირების დასაბუთება და ფარული კენჭისყრის გაუქმება. ასევე, კანდიდატებისთვის უფლებამოსილების მინიჭება, რომ გაასაჩივრონ პროცედურა, თუ ჩათვლიან, რომ დარღვეულია პროცედურა. ასევე, დაურეგულირებელი რჩება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნომინირებისსაკითხი, რომელიც ასევე წინ გველოდება. საბჭოს ყველა საერთაშორისო სტანდარტით ევალება, რომ დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლეების ნომინირებასთან დაკავშირებით. ეს არის ის სტანდარტი, რასაც ამბობს ყველა დასკვნა და ყველა საერთაშორისო დოკუმენტი, ამიტომ პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ უზრუნველყოფს იმას, რომ არ იქნება თვითნებობა,“- განაცხადა ლომჯარიამ.
კომენტარები