NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ლომჯარიას რეკომენდაციას კი არა, შეიძლება მოციქულის რეკომენდაციასაც აღარავინ მოუსმინოს”-პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტს კენჭს უყრის

„ლომჯარიას რეკომენდაციას კი არა, შეიძლება მოციქულის რეკომენდაციასაც აღარავინ მოუსმინოს”-პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტს კენჭს უყრის

19 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 371 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს პარლამენტი კენჭს დღეს მეორე მოსმენით უყრის.

მანამდე კანონმდებლების წინაშე ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით საკუთარ მოსაზრებას წარმოადგენს სახალხო დამცველი. ეს პირველი შემთხვევაა როცა ომბუდსმენი საკანონმდებლო ორგანოში თავისი ინიციატივით მიდის.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს რეალური ცვლილების გარეშე დაამტკიცებს.

„ილუზია და მოლოდინი არ გვაქვს, რომ სრულად იქნება ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული. იმიტომ რომ არ გვაქვს ილუზია, რომ ივანიშვილის უკვე გაცხადებულ პოლიტიკურ დამოკიდებულებას სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” შეეწინააღმდეგება,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

უმრავლესობის მხრიდან რეკომენდაციების გათვალისწინებას არ ელოდება „ნაციონალური მოძრაობაც“. პარტიაში ამბობენ, რომ მმართველ გუნდს ივანიშვილისგან დავალება აქვს მიღებული და ამ კურსს არ გადაუხვევენ.

„მას აქვს დავალება უკვე მიღებული ივანიშვილისგან, რომ ხელიდან არ გაექცეს სასამართლო სისტემა იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მძლავრი ბერკეტი როგორც საბოლოო ინსტანცია რა გადაწყვიტოს მათთვის სასარგებლო საკითხი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ქართული ოცნებიდან” დემარშით წასული დეპუტატები კი თვლიან, რომ ომბუდსმენის გამოსვლას პარლამენტში ფორმალური მხარე ექნება, რადგან მმართველი გუნდი ნინო ლომჯარიას არც ერთ რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს.

„ლომჯარიას რეკომენდაციას კი არა, შეიძლება მოციქულის რეკომენდაცია აღარავინ აღარ მიიღოს რომელიმესი. ამიტომ ლომჯარიას მოსმენა იქნება უმრავლესობისთვის ფორმალური, ჩვენთვის საინტერესო. იმიტომ, რომ გვაინტერესებს როგორ უყურებს სახალხო დამცველი ამ პროცესს,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მმართველ გუნდში ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებენ. დავით მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ომბუდსმენის ანგარიში მმართველი გუნდისთვის საინტერესო იქნება. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ვენეციის კომისიის ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იქნა გაზიარებული.

„იყო ყველა ის რეკომენდაცია გათვალისწინებული და გაზიარებული, რომელიც შეესაბამებოდა კონსტიტუციას. ხოლო ის რაც კონსტიტუციის ფარგლებიდან გადის და პოლიტიკურ ხასიათს იძენს, ამ რეკომენდაციის გაზიარებაზე იქნა უარი ნათქვამი,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

2019-04-19
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქობულიამ ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება… უნდა ვისაუბროთ, რაღაც ტიპის უთანხმოებაზე მასსა და პრემიერს შორის

შემდეგი სტატია

დეპუტატ ოდიშარიას თაბორის მთაზე 3000 კვმ მიწის სანაცვლოდ, მუხიანში 35 ათას კვმ მიწას მისცემენ – თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ხმაურიან სხდომას აანონსებს

მსგავსი სტატიები

„რაღაც ჯგუფი არსებობს, რომელსაც ხალხი სულ კიდია, ფეხებზე, რა თქმა უნდა“

08 იან 2018

ირაკლი კობახიძე: …შავი ფული ნამდვილად ტრიალებდა

23 ოქტ 2017
ხუხაშვილი: ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც რაც მოეპრიანება იმას გააკეთებს

ხუხაშვილი: ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც რაც მოეპრიანება იმას გააკეთებს

07 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

  • ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

    ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

  • საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

    საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

  • იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

    იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

  • ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა

    ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა

  • სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე მიდის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იციან რა ქნან

    სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე მიდის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იციან რა ქნან

  • მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი

    მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი

  • გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

    გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge