ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე 3000 კვმ მიწის სანაცვლოდ, მუხიანში 35 ათას კვმ მიწას მისცემენ – “ოცნების” დეპუტატსა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლის შესახებ გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულოში კენჭს, დღეს უყრიან. ოპოზიცია ხმაურიან სხდომას აანონსებს. სხდომა 16:00 საათზე დაიწყება.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და ამბობს, რომ თბილისის ბიუჯეტს მიწის ნაკვეთში რეალურ ფასთან შედარებით 26-ჯერ მეტი თანხის გადახდა უწევს.
„212 ათასი ლარის ქონებაში აძლევს 5 მილიონ 600 ათასი ლარის ქონებას, ანუ 26-ჯერ მეტს ვიდრე ღირდა. ჩემო კოლეგებო, დღეს თქვენ გაქვთ შანსი და შესაძლებლობა ამ კორუფციულ გარიგებას არ დაუჭიროთ მხარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მონაწილე იქნებით კალაძე-ოდიშარიას კორუფციული გარიგების. მივმართავ საგამოძიებო უწყებებს, რომ დაიწყონ თვალთმაქცური გარიგებისთვის გამოძიება, იმიტომ, რომ კონკრეტული დოკუმენტაციები, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები, მიწის შეფასება გვეუბნება შემდეგს, რომ პარლამენტის დეპუტატმა „ქართული ოცნების“, რომელმაც 212 ათასი ლარი გადაიხადა ქონებაში, დედაქალაქის ბიუჯეტს ახლა უჯდება 5 მილიონ 600 ათასი ლარი,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
კომენტარები