NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“თუ ვენეციის კომისიას არ გაუგონებდნენ, რატომ მიმართეს?” – ეკა ბესელია უმრავლესობას აკრიტიკებს

“თუ ვენეციის კომისიას არ გაუგონებდნენ, რატომ მიმართეს?” – ეკა ბესელია უმრავლესობას აკრიტიკებს

18 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 949 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“მაინტერესებს, თუ ვენეციის კომისიას არ გაუგონებდნენ და არ გაიზიარებდნენ მათ შემოთავაზებულ უკეთეს სტანდარტს, რატომ მიმართეს?” – ეს შეკითხვა „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ გააკეთა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ იზიარებს.

ბესელიას განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან იმის მტკიცება, რომ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, სიცრუე და შეურაცხყოფაა.

„ეს მორიგი შეურაცხყოფა და მორიგი სიცრუეა რომ თითქოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინეს. ერთადერთი, რაც არის ამ პროექტში ჩასწორებული, არის გამოცდა, რომელზეც ვამბობდით, რომ არ შეიძლება ყოფილიყო, როგორც ბარიერი. ინტერესთა კონფლიქტიც კი არ არის გაზიარებული. მაინტერესებს, თუ ვენეციის კომისიას არ გაუგონებდნენ და არ გაიზიარებდნენ მათ შემოთავაზებულ უკეთეს სტანდარტს, რატომ მიმართეს? რას ნიშნავს, რომ არ ითვალისწინებ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რჩევას, არც შიდა მოსახლეობს განწყობას და ასე ჯიქურ იღებ გადაწყვეტილებებს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

სესიამდე საპარლამენტო უმრავლესობას კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” ვენეციის კომისიის მთავარ მოთხოვნების უმრავლესობას არ გაითვალისწინებს. რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი მმართველი პარტიისთვის მიუღებელია. ბიძინა ივანიშვილის პარტია მხოლოდ ორ დათმობაზე წავიდა.

კომენტარები

2019-04-18
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უნდათ, რომ დაგვასვან მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, რომელიც უკვე ათწლეულის განმავლობაში ჩვენს სასამართლოს ჩეხავს

შემდეგი სტატია

„ეს ჩამჭრელი შეკითხვაა რუსთავი 2-ისგან?”- თალაკვაძემ კობახიძესთან გამართულ საგანგებო შეკრებაზე დასმულ კითხვას თავი აარიდა

მსგავსი სტატიები

რუსეთის ყველა მთავარი ბანკი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან გაითიშება

რუსეთის ყველა მთავარი ბანკი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან გაითიშება

ირაკლი შალიკაშვილი 25 თებ 2022

კახიანი: გამუდმებით ხდება საზოგადოების დეზინფორმირება და ამას აკეთებს „რუსთვი 2“

სოსო ელისაშვილი 24 ოქტ 2018
„დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან“

„დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან“

07 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge