NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სალომე ზურაბიშვილი კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ავლაბრის სასახლეში მასპინძლობს

სალომე ზურაბიშვილი კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ავლაბრის სასახლეში მასპინძლობს

17 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 462 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ავლაბრის სასახლეში სალომე ზურაბიშვილი პირველ ოფიციალურ მიღებას მართავს. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, რომელმაც ავლაბრის სასახლეში მუშაობაზე უარი თქვა და ათონელის რეზიდენციაში გადავიდა, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს სწორედ ამ სივრცეში მასპინძლობს.

პროტოკოლის თანახმად, ავლაბრის სასახლის ეზოში შედგება დახვედრის ცერემონია, შესრულდება კვიპროსისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, სალომე ზურაბიშვილი და ნიკოს ანასტასიადისი პატივს მიაგებენ საქართველოს სახელმწიფო დროშას და დელეგაციების წევრებს წარუდგენენ ერთმანეთს. კვიპროსის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად ჩამოვიდა.

კვიპროსის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობის სპიკერი პროდრომოს პროდრომუ, კვიპროსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კირიაკოს კენევეზოსი, კვიპროსის პრეზიდენტის დიპლომატიური სამსახურის დირექტორის მოადგილე.

საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს, გააკეთებენ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს და მონაწილეობას მიიღებენ ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიულს უწოდებენ.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი და მისი მეუღლე ანდრი ანასტასიადისი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შეხვდებიან. დაგეგმილია ასევე საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველო – კვიპროსის პრეზიდენტები მიიღებენ.

კომენტარები

2019-04-17
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“პანორამა თბილისის” მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა

შემდეგი სტატია

შეიძლება უმრავლესობას ჰქონდა ინფორმაცია ვენეციის კომისიის მძიმე დასკვნის შესახებ – არასამთავრობოები კანონპროექტის ნაჩქარევად განხვილის მიზეზს ხსნიან

მსგავსი სტატიები

ისანში სხვადასხვა მისამართზე 26 პროექტი ხორციელდება

სოსო ელისაშვილი 18 ოქტ 2018
„ბრალდებულმა გამოიყენა დაბალი ხარისხის მასალა და ამით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 10 300 ლარს“

„ბრალდებულმა გამოიყენა დაბალი ხარისხის მასალა და ამით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 10 300 ლარს“

13 თებ 2018

“ოცნება” გადავიდა ტოტალ კონტროლზე

12 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • პარტია “მოქალაქეების” ინიციატივით ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან

    პარტია “მოქალაქეების” ინიციატივით ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან

  • დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟზე და მონტაჟზე

    დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟზე და მონტაჟზე

  • ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას

    ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას

  • რეჟისორი ქეთი დოლიძე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

    რეჟისორი ქეთი დოლიძე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

  • საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირადი წარმომადგენლის სახით, შარლ მიშელმა კრისტიან დანიელსონი დანიშნა

    საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირადი წარმომადგენლის სახით, შარლ მიშელმა კრისტიან დანიელსონი დანიშნა

  • ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

  • ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

    ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

  • გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

    გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

  • “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

    “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

  • ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

    ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge