NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ნუ ემსგავსებით „ნაციონალურ მოძრაობას“ – ეკა ბესელია მმართველ გუნდს სთავაზობს, კობახიძის კანონპროექტი ჩააგდოს

“ნუ ემსგავსებით „ნაციონალურ მოძრაობას“ – ეკა ბესელია მმართველ გუნდს სთავაზობს, კობახიძის კანონპროექტი ჩააგდოს

17 აპრ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 433 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა“ – ასე შეაფასეს საპარლამენტო უმრავლესობიდან დემარშით წასულმა დეპუტატებმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების თქმით, კომისიის დასკვნაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტზე შეფასებები უმკაცრესი და უმწვავესი იყო.

ეკა ბესელია მმართველ გუნდს სთავაზობს, ჩააგდოს პარლამენტის თავმჯდომარის წინადადება და მხარი მის ინიციატივას დაუჭიროს.

„მე მინდა, მივმართო მმართველ პარტიას, ნუ ემსგავსებით „ნაციონალურ მოძრაობას.“ ასეთი პოზით, ასეთი განცხადებებით, ასეთი როლით მე მაგონებთ თქვენ სწორედ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ყველამ უარი ვუთხარით, როდესაც იტყუებოდნენ თავს, ატყუებდნენ საზოგადოებას, არ უჯერებდნენ არავის არც შიგნით, არც გარეთ, არ ესმოდათ არცერთი რეკომენდაციის და მერე თეთრზე ამბობდნენ შავს ან პირიქით. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ და ჩემი კოლეგებიც პოზიციას დააფიქსირებენ, ეს კანონპროექტი არ ვარგა, ეს კანონპროექტი პრინციპების დონეზე შესაცვლელია, ეს ვერ მოხდება მეორე მოსმენის დროს და სწორედ ამ კანონპროექტის მიღება იქნება წასვლა ყველას წინააღმდეგ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები ყოფილ თანაგუნდელებს მოუწოდებენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა კარგად წაიკითხონ.

„ისინი არწმუნებდნენ საზოგადოებას იმაში, რომ ვენეციის კომისიიდან ჩამოვა ის დასკვნა, სიტყვა-სიტყვით ვამბობ, რაც საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, გარკვეულწილად მადესკრიდიტირებელი განცხადებაც კი ვენეციის კომისიის მიმართ და როგორც ჩვენ ხუმრობით ვიცით ხოლმე თქმა, „რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა“, კარგად დაინახა მთელმა საზოგადოებამ და ვინც ვერ დაინახა ან ამის დანახვა არ სურს ხომ, მე მოვუწოდებ ყველას, რომ კარგად წაიკითხონ ვენეციის კომისიის დასკვნა,“ – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები იმედოვნებენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებასთან დაკავშირებით მათ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის მისამართითაც არ გაიმეორებს.

„კითხვის ნიშნები, რომ თუ ჩვენ ვიყავით პოლიტიკურად მოტივირებული და რაღაცა ქვეტექსტი ჰქონდა ჩვენს ინიციატივებს და არგუმენტებს და არაპროფესიონალები ვიყავით ამ არგუმენტებში, ვენეციის კომისიის მიმართ იმედია პოლიტიკური მოტივაცია და არაპროფესიონალიზმი არ იქნება მათი პოზიციის მიზეზი და ამ ბრალდებებს, იმედია ბატონი კობახიძე მათ მიმართ არ გაიმეტებს,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

2019-04-17
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ივანიშვილის აბლაბუდაში ჩაკარგული პასუხისმგებელი კომპანია – ვინ აშენებს პანორამას, სადაც 3 მუშა ჩამოვარდა

შემდეგი სტატია

კლანის ხელში ჩავარდნილი სასამართლო – ნინო გოგუაძე მოქალაქეებს ხვალ, უზენაეს სასამართლოსთან მისვლისკენ მოუწოდებს

მსგავსი სტატიები

არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, რომ ყველა კეთილი საქმე, ყველა წინგადადგმული ნაბიჯი შეფუთონ არასწორად და დამახინჯებულად

არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, რომ ყველა კეთილი საქმე, ყველა წინგადადგმული ნაბიჯი შეფუთონ არასწორად და დამახინჯებულად

ირაკლი შალიკაშვილი 04 ნოე 2019

ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ძმებს პატიმრობა შეეფარდათ

სოსო ელისაშვილი 14 აგვ 2017

კახა ბექაური საერთაშორისო დონორებს მოუწოდებს დაინტერესდნენ მათი დაფინანსებული ადგილობრივი ორგანიზაციების მოტივაციით

14 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ალექსეი ნავალნის საქმის გამო აშშ-მ რუსეთს სანქციები შესაძლოა დღეს დაუწესოს

    ალექსეი ნავალნის საქმის გამო აშშ-მ რუსეთს სანქციები შესაძლოა დღეს დაუწესოს

  • ღარიბაშვილი და მისი უფროსი დროულად ჩამოყალიბდნენ, საით მიყავთ ეს ქვეყანა – რუსული ავტორიტარიზმისკენ თუ ევროკავშირისკენ

    ღარიბაშვილი და მისი უფროსი დროულად ჩამოყალიბდნენ, საით მიყავთ ეს ქვეყანა – რუსული ავტორიტარიზმისკენ თუ ევროკავშირისკენ

  • აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – სამართალდამცავები რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი

    აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – სამართალდამცავები რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი

  • ნუ ჩავიგდებთ თავს ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ

    ნუ ჩავიგდებთ თავს ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ

  • შედი ფეხით, გაიგონე ხალხის ხმა” – ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის საკანონმდებლო ორგანოსგან უკვე მივიდა

    შედი ფეხით, გაიგონე ხალხის ხმა” – ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის საკანონმდებლო ორგანოსგან უკვე მივიდა

  • დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

    დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

  • იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

    იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

  • დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

    დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

  • პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

    პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge