NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – ომბუდსმენი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად მიიჩნევს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – ომბუდსმენი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად მიიჩნევს

16 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 893 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პანკისში მოკლული 19 წლის მოზარდის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მიზნით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგში მას შემდეგ უნდა დადგეს, რაც მთავარი პროკურორი საქმის დეტალებთან დაკავშირებით საზოგადოებას და პარლამენტს ინფორმაციას მიაწვდის.

ომბუდსმენის თქმით, თუ გენერალური პროკურორის ანგარიშის წარდგენის შემდეგაც, საქმესთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები დარჩება, უნდა გააქტიურდეს პარლამენტი, როგორც საზედამხედველო ორგანო.

„უახლოეს პერიოდში, პროკურატურამ, გენერალურმა პროკურორმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს, თუ რა ეტაპზე გამოძიება, როდის ფიქრობენ, რომ დაასრულონ, თუ ვერ სრულდება, რა არის მისი ძირითადი მიზეზები და გარკვეული ალბათ, გონივრული ვადის გასვლის შემდეგომ, თუ ჩვენ კიდევ არ გვექნება პასუხები, თუ რა უშლის გამოძიებას ხელს, რომ დასრულდეს ეს ყველაფერი, მე ვფიქრობ, რომ უკვე ამის შემდგომ პარლამენტმა ნამდვილად უნდა იმსჯელოს ალტერნატიულ საზედამხედველო მექანიზმებზე, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე,“ – განაცხადა ლომჯარიამ.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს. დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც. მალხაზ მაჩალიკაშვილი კანონმდებლებთან შეხვედრას გეგმავდა. მისი თქმით, დეპუტატებისთვის პირადად უნდა ეთხოვა, შეექმნათ საგამოძიებო კომისია. მალხაზ მაჩალიკაშვილი კანონმდებლებს ვერ შეხვდა, ის შეუძლოდ გახდა და პარლამენტის დატოვება მოუწია.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2018 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს და ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლანმაჩალიკაშვილს მას შემდეგ ესროლეს, რაც 19 წლის ახალგაზრდამ ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას კი კატეგორიულად უარყოფენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები.

სპეცრაზმელთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს.

კომენტარები

2019-04-16
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“აი სადამდე მიიყვანეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბრალი ბო..შვილი ვიყო…” – გოგიჩაიშვილი უმრავლესობას

შემდეგი სტატია

მუქარა, პირადი ანგარიშსწორება – სახალხო დამცველი აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს

მსგავსი სტატიები

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერების ინიციატივა – ჭიჭინაძე “ქართულ ოცნებაში” მორიგ დაპირისპირებას არ გამორიცხავს

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერების ინიციატივა – ჭიჭინაძე “ქართულ ოცნებაში” მორიგ დაპირისპირებას არ გამორიცხავს

11 თებ 2019
“პარტია “ნაციონალური მოძრაობა” ივანიშვილს არ დაუშლია არცერთ ეტაპზე – პარტია დაშალა მიხეილ სააკაშვილმა”

“პარტია “ნაციონალური მოძრაობა” ივანიშვილს არ დაუშლია არცერთ ეტაპზე – პარტია დაშალა მიხეილ სააკაშვილმა”

ნინო ჩხეიძე 18 ოქტ 2020

დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვია

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge