NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„თავი გააკონტროლეთ… არ გემორჩილებით,ამბოხებას აქვს ადგილი” – ხმაური და დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე

„თავი გააკონტროლეთ… არ გემორჩილებით,ამბოხებას აქვს ადგილი” – ხმაური და დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე

15 აპრ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 807 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. დაპირისპირება მმართველი  გუნდის სურვილს მოჰყვა, რომ დღესვე მეორე მოსმენით დაწყებულიყო იმ სადავო კანონპროექტის განხილვა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას შეეხება.

კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა და საპარლამენტო უმრავლესობას ეყო საჭირო ხმები, რათა კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყოს. ოპოზიციაც და სამოქალაქო სექტორიც დღევანდელი სხდომის გადადებას ითხოვდა, იქამდე ვიდრე ვენეციის კომისიის სხდომის დასკვნა არ გახდება ცნობილი.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი„მე მინდა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნებისთვის“ აქამდე გაუგონარი რამ, აქ არიან თქვენი ოპონენტები, გთავაზობთ, რომ ეს პრობლემა ჩვენ დაგვაბრალოთ,“- აღნიშნა ბოკერიამ, რაზეც ოხანაშვილმა უარით უპასუხა.

მმართველი გუნდი ევროპელი ექსპერტების დასკვნას არ ელოდება და ჩქარობს.

„იმდენად მძიმე ტვირთი გაქვთ თქვენს პოლიტიკურ გუნდს, არ მგონია, კიდევ ეს უნდა დაგიმატოთ,“- აღნიშნა ოხანაშვილმა.

ოპოზიციის აზრით, მმართველ გუნდს ვენეციის კომისიის აზრი და შეფასება არ აინტერესებს.

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი„რას მოელით, რომ ვენეციის კომისია რას გაკეთებს, მათ დასკვნას თუ არ გაითვალისწინებთ, რომ რომელიმე ვენეციის კომისიის წევრი წმინდა მარკოზის მოედანზე თავს დაიწვავს? ჩამოვიდა ეს ხალხი, გითხრათ, რომ ფორმალობაა აქ ჩვენი მოწვევა იმიტომ, რომ ჩანიშნულია შემდეგი მოსმენები და არ გაინტერესებთ ჩვენი აზრიო. დღეს ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებთ,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ “ევროპული საქართველოს” წევრს შეძახილებისგან თავის შეკავება ურჩია და მიკროფონის გათიშვისკენ მოუწოდა.

ანრი ოხანაშვილი-ის სურათის შედეგი„რა შეძახილები. ცოტა თავი გააკონტროლეთ, გააცნობიერეთ, სად იმყოფებით. გათიშეთ მიკროფონი,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რაზეც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა უარით უპასუხა.

„არ გემორჩილებით. ამბოხებას აქვს ადგილი,“ – მიმართა გიგა ბოკერიამ ანრი ოხანაშვილს.

“ქართული ოცნებიდან” დემარშით წასულმა დეპუტატებმა, ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ეკა ბესელია-ის სურათის შედეგი„ფორმალურად უყურებთ ამ პროცესს, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთოთ ესე უხეშად იმიტომ, რომ ის კი არ არის მთავარი, რომელი პარტია რა პოზიციას დააფიქსირებს, საზოგადოება როგორ აღიქვამს ამას, რამდენად მტკივნეულად რეაგირებს, როცა ასე უპატივცემულოდ ექცევით მის განწყობებს. მე არ ვაპირებ ამ ფარსში მონაწილეობას,“ – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

2019-04-15
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იქ მოვიდა ის ხალხი, ვინც იყო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და იმ ადამიანებს ეუბნები ბარიერს ვერ გადალახავ – ბესელია კობახიძეს პასუხობს

შემდეგი სტატია

“აქტიური კონსულტაციები არ დაწყებულა” – კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე

მსგავსი სტატიები

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 9 %-ით გაიზარდა

12 სექ 2018
“ზოგს ტორტი მოსწონს, ზოგს რუსული პეროგი”- მეუფე იაკობი  ეკლესიაში პრორუსულ ძალებზე

“ზოგს ტორტი მოსწონს, ზოგს რუსული პეროგი”- მეუფე იაკობი ეკლესიაში პრორუსულ ძალებზე

06 მაი 2018

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, თიბისის მხარდაჭერით, მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში” გაიმართა

სოსო ელისაშვილი 11 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • “გააზიარეთ ძალიან გთხოვთ. უნდა გადარჩეს ირაკლი გელაშვილი!”

    “გააზიარეთ ძალიან გთხოვთ. უნდა გადარჩეს ირაკლი გელაშვილი!”

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური  კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

  • მაია ბუწაშვილი: ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში

    მაია ბუწაშვილი: ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში

  • საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

    საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

  • ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს

    ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს

  • ედგარს რინკევიჩსი: რუსებისთვის ევროპაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება

    ედგარს რინკევიჩსი: რუსებისთვის ევროპაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge