NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ბიძინა ივანიშვილი არის პანიკაში” – ოპოზიცია ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს და ენმ-ს წევრების დაკავებას ეხმაურება

“ბიძინა ივანიშვილი არის პანიკაში” – ოპოზიცია ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს და ენმ-ს წევრების დაკავებას ეხმაურება

12 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 777 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის პარალელურად დაიწყო – ასეთია საპარლამენტო ოპოზიციის შეფასება, გუშინ, სამეგრელოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის კანდიდატს გახარიას ზონდერები მიუგზავნა. საუბარია ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ენმ-ს წევრები დააკავეს.

„ადამიანი, რომელიც მართლაც დასაჭერი იყო გუშინ, ეს იყო ირაკლი ფაცაცია, ზუგდიდის პოლიციის უფროსი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა გარდა იმისა, რაც უნდა გააკეთოს პოლიციელმა. სანდრა რულოვსის შტაბის  წევრებზე და თავად სანდრა რულოვსზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი, მათშორის შეხვედრების დროს და როდესაც აღნიშნული შეამჩნიეს შტაბის წევრებმა და გამოიძახეს პოლიცია მიიღეს ის პროვოკაცია და ის საქციელი რაც ვიხილეთ ირაკლი ფაცაციას მხრიდან. სადაც ძალადობდნენ პირდაპირ ანა წითლიძეზე, ქალზე რომელიც არის ჩვენი ზუგდიდის რაიონის  ხელმძღვანელი, გიორგი  პატარაიაზე, რომელიც მრავალი წელია ჩვენი პრესსამსახურის უფროსია. ეს არის თავზე აღებული ქმედებები  ხელისუფლების მხრიდან რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პანიკაში. ამიტომ დარბის ხიბულაში იმისთვის, რომ იმათხოვროს ხმებისთვის. ამიტომ მიუქსია ფაცაციას სახით და გახარიას ზონდერები სანდრა რულოვსის კამპანიას,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სამეგრელოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება „ევროპული საქართველოც“. გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ხელისუფლების გუშინდელი ქმედება სისუსტის და შიშის გამოხატულებაა ოპოზიციის კანდიდატის მიმართ.

„ზუგდიდში მომხდარი ეს ფაქტი არის მიუღებელი აბსოლუტურად პოლიტიკური თვალსაზრისით პირველ რიგში. მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და ეს არის ჩემი აზრით გამოხატულება შიშის და სისუსტის, როგორც ჩანს ადგილობრივ კანდიდატს და ხელისუფლებას ძალიან ეშინია სანდრა რულოვსის კანდიდატურის. მეორეს მხრივ ახლა საქართველომ ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე იმიჯის თვალსაზრისით და თუ კი ეს ასე უნდა გაგრძელდეს კიდევ ეს კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო გაღრმავდება ის ნაპრალი თუ უფსკრული ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ეს არის ძალიან სახიფათო ჩემი აზრით მიდგომა, როდესაც არის საარჩევნო კამპანია, მით უმეტეს ოპოზიციის მისამართით ძალიან ფრთხილად უნდა იყოს პოლიციაც და ხელისუფლებაც,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ვითარება ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. მთელი დღის განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სპეცსამსახურების თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. დღის ბოლოს შეხვედრაზე მათ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბუთების წარდგენა მოსთხოვეს და დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ გაერთიანებული ოპოზიციის სამი წევრი დააკავა. მათ აყვანაში ზუგდიდის პოლიციის უფროსიც მონაწილეობდა.

კომენტარები

ინციდენტი ოპოზიცია პანიკა 2019-04-12
სოსო ელისაშვილი
Tags ინციდენტი ოპოზიცია პანიკა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საზოგადოება ემზადება დასაჯოს ივანიშვილი სიცრუისთვის – გიგი უგულავამ ექადიას ოლქში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

შემდეგი სტატია

სანდრა რულოვსი იგებს ზუგდიდში და ხელისუფლება არის წარმოუდგენელ პანიკაში – გიორგი პატარაია გუშინ მომხდარ დაპირისპირებასა და დაკავებაზე

მსგავსი სტატიები

ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში ულრიკ თიდესტრომს

28 სექ 2018

არასამთავრობოები სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ თიანეთის საოლქო და N20 საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედებებით დაინტერესდნენ

03 ნოე 2017

ლონდონში კომპანია „უბერს“ ოპერირებას უკრძალავენ

22 სექ 2017

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge