NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»არ არსებობს არც პოლიტიკური ნება და არც კონკრეტული სისტემა, რომელიც გაუმკლავდება ელიტური კორუფციის ფაქტებს

არ არსებობს არც პოლიტიკური ნება და არც კონკრეტული სისტემა, რომელიც გაუმკლავდება ელიტური კორუფციის ფაქტებს

12 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 614 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ელიტური კორუფცია და მისი აღმოფხვრის მიზნით ხელისუფლების პოლიტიკური ნების არარსებობა – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ კვლევის შედეგად მთავარი პრობლემები გამოკვეთა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ 51%-ის აზრით, ხელისუფლებას ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიების ნება არ აქვს.

„ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან ბევრი პრობლემა ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ძალის ხელში და რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი სისტემა არის ძალიან რთულია ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა. ქვეყანაში არ არსებობს არც პოლიტიკური ნება და არც კონკრეტული სისტემა, რომელიც გაუმკლავდება ელიტური კორუფციის ფაქტებს,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

თანამდებობის პირების მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, ერეკლე ურუშაძე. მისი თქმით, შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით არაერთი ფაქტი გახდა ცნობილი, თუმცა, გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

„კვლავაც გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თავიანთი უფლებამოსილების გამოყენება პირადი გამორჩენისთვის. ამას შეიძლება დავარქვათ მეორენაირად მაღალი დონის კორუფცია. ეს არის ერთი პრობლემა, რომ ეს ფორმები კორუფციის არის გავრცელებული და მეორე ძირითადი პრობლემა – იყო შემთხვევები, როდესაც დაგროვდა ფაქტები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ ესა თუ ის თანამდებობის პირი შესაძლოა, ჩართული იყოს კორუფციულ საქმიანობაში და პრაქტიკულად ვერც ერთ ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვიხილეთ სათანადო რეაგირება ხელისუფლების მხრიდან. არც გამოძიება და მით უმეტეს, რაღაც საბოლოო შედეგი, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა არავის მიმართ,“ – განცხადა ერეკლე ურუშაძემ.

კვლევის თანახმად, მოქალაქეთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებელი მაღალია და მაღალჩინოსნები თანამდებობებს პირადი ინტერესებისთვის იყენებენ.

გამოკითხული მოსახლეობის 59%-ის აზრით, მაღალჩინოსნები ბოროტად იყენებენ თანამდებობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2000 მოქალაქე გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2,3% ია.

კომენტარები

ელიტური კორუფციის ფაქტები კონკრეტული სისტემა პოლიტიკური ნება 2019-04-12
სოსო ელისაშვილი
Tags ელიტური კორუფციის ფაქტები კონკრეტული სისტემა პოლიტიკური ნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სანდრა რულოვსი იგებს ზუგდიდში და ხელისუფლება არის წარმოუდგენელ პანიკაში – გიორგი პატარაია გუშინ მომხდარ დაპირისპირებასა და დაკავებაზე

შემდეგი სტატია

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – დეპუტატებმა ერთმანეთი სცემეს

მსგავსი სტატიები

„არასრულწლოვანთა მკვლელობის შესახებ ფილმზე გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ უნდა მიიღოს“

„არასრულწლოვანთა მკვლელობის შესახებ ფილმზე გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ უნდა მიიღოს“

18 ივნ 2018

„თუ რომელიმე ტელეკომპანიის დამფუძნებელს  ეს ცვლილება არ მოსწონს, ჩვენ ეს სამართლებრივ ჭრილში უნდა განვიხილოთ“

19 დეკ 2017
ცესკო ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას აგრძელებს / საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ბარათების დარიგება დაიწყო

ცესკო ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას აგრძელებს / საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ბარათების დარიგება დაიწყო

ირაკლი შალიკაშვილი 02 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • მოსკოვის რეაქცია სიმეტრიული იქნება – კრემლში აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდეს

    მოსკოვის რეაქცია სიმეტრიული იქნება – კრემლში აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდეს

  • ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი

    ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი

  • უარი შენობების პიკეტირებას და კიდევ უფრო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები

    უარი შენობების პიკეტირებას და კიდევ უფრო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები

  • 500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

    500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

  • დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

    დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

  • მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

    მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

  • გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

    გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

  • ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

    ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

  • ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

    ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

  • ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება

    ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge