NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ზეწოლა საჯარო მოხელეებს, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა , აფგან მუხთარლის საქმე – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერ მწვავე კითხვები დაუსვეს

ზეწოლა საჯარო მოხელეებს, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა , აფგან მუხთარლის საქმე – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერ მწვავე კითხვები დაუსვეს

10 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 452 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მწვავე კითხვებს პასუხობს. კითხვა – პასუხის დაწყებამდე, მამუკა ბახტაძემ საკონსტიტუციო რეფორმაზე, სასამართლო სისტემასა და თავისუფალი მედიის შესახებ ისაუბრა.

საკუთარ მოხსენებაში პრემიერმა ასევე ისაუბრა ოკუპაციაზე და ჩამოთვალა ყველა იმ ქართველის გვარი, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლეს.

მწვავე კითხვების ნაწილი კი საპრეზიდენტო არჩევნებს, წინასაარჩევნოდ 600 ათასი ადამიანის ვალის დაფარვას, ასევე ელიტურ კორუფციასა და აფგან მუხთარლის საქმეს ეხებოდა.

მუხთარლის საქმეზე პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანელ კოლეგებთან თანამშრომლობს.

კითხვაზე, რომელიც 600 ათასი ადამიანისთვის ვალების ჩამოწერა სამართლებრივ ნორმებს და წინასაარჩევნოდ საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ზეწოლას ეხებოდა, პრემიერმა განაცხადა, რომ ვალების ჩამოწერა მისი იდეა იყო და ეს დადებითად შეფასდა.

„600 ათასი ჩვენი მოქალაქე შავ სიაში იყო, მათ არანირი შანსი არ ჰქონდათ ქვეყანაში ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიეღოთ. არჩევნების წინ, როგორც პრემიერმა წამოვაყენე ეს ინიციატივა 2018 წლის აგვისტოში, განვაცხადეთ, რომ ვაპირებდით ამ პროგრამის განხორციელებას.

ეს რისკის წინაშე აყენებდა ქვეყნის ეკონომიკას. თუ შევხედავთ ბოლო რეიტინგებს საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციებმა საქართველო დააწინაურეს და მთავრი არგუმენტი იყო,რომ ჩვენ ეს პროგრამა განვახორციელეთ.

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ვალების ჩამოწერის პროგრამას არჩევნებთან კავშირი არ აქვს“-განაცხადა ბახტაძემ.

ევროპელმა დეპუტატმა ბახტაძეს შეახსენა, რომ „ეკონომისტმა“ საქართველო დაახასიათა, როგორც ჰიბრიდული რეჟიმი და არასრულყოფილი დემოკრატიის მქონე ქვეყანა.

დეპუტატი დაინტერესდა, საპარლამენტო არჩევნების წინ, როგორ მოახერხებდა საქართველო დემოკრატიის გაძლიერებას.

„საქართველოში სრულყოფილი დემოკრატიაა და გადავედით საპარლამენტო დემოკრატიაზე. თქვენ ახსენეთ ეკონომისტი, რომელიც პატივსაცემია, მაგრამ გაგიზიარებთ სხვა ინფორმაციასაც, რაც გულისხმობს ჩვენს წარმატებას. ადამიანის უფლებების დაცვის და ეკონომიკური განვითარების კუთხით, საუკეთესო ინდიკატორი რეიტინგების გახდა,  სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობა, რომელიც 80% შემცირდა,“-განაცხადა ბახტაძემ.

სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა ბახტაძე ვენეციის კომისიაში გააგრძელებს შეხვედრებს, ევროსაბჭოს შენობის წინ კი დღეს ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

კომენტარები

2019-04-10
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ლევან მურისიძემ დაღუპა “ნაციონალური მოძრაობა”

შემდეგი სტატია

სწორედ თქვა ბატონმა ბიძინამ, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ღია კარის მტვრევის პრინციპით წავიდნენ

მსგავსი სტატიები

ხმაური დევნილთა სამინისტროსთან – დევნილები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას მოითხოვენ

ხმაური დევნილთა სამინისტროსთან – დევნილები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას მოითხოვენ

28 იან 2019
„ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე“

„ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე“

07 ნოე 2017

პანკისელი უხუცესი მაჩალიკაშვილს: სააკაშვილის დროს 9 ახალგაზრდა მოგვიკლეს

20 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

    დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

  • Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

    Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • 7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

    7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

    გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

  • ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

    ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

  • მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

    მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

  • ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge