მთავრობის ინიციატივის განხილვას, რომელიც დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ჰესების მშენებლობას დასაშვებად, მიიჩნევს – პარლამენტი დღეიდან იწყებს. საკითხზე მსჯელობა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში მოხდება. მმართველ გუნდში ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა, ცვლილების კატეგორიული წინააღმდეგია ოპოზიცია და მოუწოდებენ კოლეგებს კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.
„დაცულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ენერგოპროექტის განხორციელება არის მიუღებელი, იმიტომ, რომ დაცული ტერიტორიების შენარჩუნება ემსახურება ზოგადად ჩვენი ეკოსისტემის შენარჩუნებას და გარემოს მდგომარეობის, რომელიც ისედაც ძალიან მწვავე გამოწვევების წინაშე დგას, რაიმენაირად არ გაუარესებას. ხოლო აღნიშნული კანონით კიდევ უფრო გაუარესდება ის პრობლემები, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. ასე, რომ რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ,“- აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.
კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან “ევროპულ საქართველოშიც” და აცხადებენ, რომ როდესაც ტერიტორიას დაცული ჰვია, იმას ნიშნავს, რომ ადგილზე ლანდშაფტიუდნა დავიცვათ და იქ მშენებლობა დაუშვებელია.
„არის აბსურდული იდეები, რომელიც შეიძლება მოუვიდეს თავში მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ყველას ესმის, რომ დაცულიო ტერიტორია იქ, სადაც ლანდშაფტია არის დასაცავი და გარემო არის დასაცავი და არსებობს კანონი, იქ ააშენო მასშტაბური ჰესები ეს არის პარადოქსი, ეს არის შეუთავსებელი და სრულიად მიუღებელი რაღაცა და მე იმედი მაქვს, რომ უმრავლესობაშიც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ამაზე უარს იტყვიან,“- სერგო რატიანი.
კომენტარები