NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“9 აპრილის სულები მანამ არ მოგვასვენებენ, სანამ არ დავიბრუნებთ საქართველოს” – მემორიალთან ტრაგიკულად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები შეიკრიბნენ

“9 აპრილის სულები მანამ არ მოგვასვენებენ, სანამ არ დავიბრუნებთ საქართველოს” – მემორიალთან ტრაგიკულად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები შეიკრიბნენ

09 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 1516 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან – რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან გარდაცვლილთა ოჯახის წევრები მივიდნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგიკული დღე და  განაცხადეს, რომ 30 წლის წინ დაწყებული ბრძოლა დღესაც გრძელდება.

ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 9 აპრილი იყო არა სამოქალაქო ომი, არამედ სამხედრო გადატრიალება, რომელიც აგრესორმა რუსეთმა განახორციელა. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის დეოკუპაცია.

„9 აპრილი პირადად ჩემთვის ეს არის დიდი ტკივილი და სრულიად საქართველოსთვისაც. ჩემთვის იმიტომ არის, რომ მე გარდამეცვალა და. 9 აპრილის სულები ჩვენ მანამდე არ მოგვასვენებენ, სანამ არ დავიბრუნებთ საქართველოს. ეს არ იყო სამოქალაქო ომი, ეს იყო სამხედრო გადატრიალება, ამას უნდა მიეცეს შეფასება,“-განაცხადა იზა გრიგოლიამ.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც.

დაღუპულთა გარდა დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.

9 აპრილის ტრაგედიამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელიწადში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

კომენტარები

2019-04-09
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“მთავარსარდალი, რომელიც საკუთარი ჯარს ადანაშაულებს აგრესორთან ომში, ასეთ ადამიანებთან არ ვურთიერთობ” – პრეზიდენტის მიღება უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრების გარეშე ჩაივლის

შემდეგი სტატია

“მდაბიო, იაფფასიანი ნაბიჯი” – ბესელია და კვაჭანტირაძე სტრასბურგის საპარლამენტო სესიის მიღმა დარჩნენ

მსგავსი სტატიები

ქართველმა ემიგრანტებმა ქალაქ ბარიში წყლისაგან დატბორილი ტაძარი გაწმინდეს

ქართველმა ემიგრანტებმა ქალაქ ბარიში წყლისაგან დატბორილი ტაძარი გაწმინდეს

21 ივნ 2018

ბარაკ ობამას საუკეთესო ფოტოები თეთრი სახლის ფოტოგრაფისგან

02 ოქტ 2017
ვასაძე პრეზიდენტს: თქვენ არაერთხელ გადადგით ნაბიჯები, რომლებიც არცხვენს ქართველი ერის ღირსებას და ჩვენს სახელმწიფოს

ვასაძე პრეზიდენტს: თქვენ არაერთხელ გადადგით ნაბიჯები, რომლებიც არცხვენს ქართველი ერის ღირსებას და ჩვენს სახელმწიფოს

ნინო ჩხეიძე 16 მაი 2021

უახლესი ამბები

  • მთავარი პრობლემაა, სასამართლოში არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რაც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს

    მთავარი პრობლემაა, სასამართლოში არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რაც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს

  • ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

    ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

  • “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

    “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

  • კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

    კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge