NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ივანიშვილს 9 აპრილზე საუბრის უფლება არ აქვს, ის აფინანსებდა გენერალ ლებედს

ივანიშვილს 9 აპრილზე საუბრის უფლება არ აქვს, ის აფინანსებდა გენერალ ლებედს

08 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 632 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს, რომელსაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე 1989 წლის 9 აპრილს უძღვნის, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ისინი თვლიან, რომ ეროვნული მოძრაობის მიმართ ივანიშვილის სენტიმენტები თვალთმაქცობაა და ის ამ როლს შუალედური არჩევნების წინ მიზანმიმართულად ირგებს.

ონლაინგამოცემა „presa.ge”-ს რედაქტორი ამბობს, რომ ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის მთავარ მოქმედ პირს გენერალ ალექსანდრ ლებედის აფინანსებდა.

გიორგი კაპანაძემ ივანიშვილის ის ინტერვიუები მოიძია, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს რუსულ გამოცემა „ვედომოსტისთვის“ აქვს მიცემული, სადაც ის მხარს ღიად უჭერს გენერალ ლებედის. მისი თქმით, ივანიშვილი აფინანსებდა გენერალ ლებედს გუბერანატორობის დროს და ცდილობდა ელცინთან ერთად ის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართულიყო. გენერალი ლებედი კი თავის მხრივ იყო პირი, რომელიც არ მალავდა საკუთარ შოვინისტურ დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებით.

„ივანიშვილი აფინანსებდა რუს გენერალს ალექსანდრ ლებედის,რომელიც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მთავარი ორგანიზატორი გენერალ როდიონოვთან ერთად. ივანიშვილი აფინანსებდა იმ ადამიანებს, რომლებმაც და რომლის ორგანიზებითაც ქართველი გოგო-ბიჭები მოწამლული ნიჩბებით აჩეხეს.  ივანიშვილი ამაყობდა იმით, რომ ლებედი დააფინანსა და გარკვეული როლი შეიტანა მის კარიერულ წინსვლაში. არანაირი მორალური უფლება ამ ადამიანს არ აქვს, რომ ისაუბროს 9 აპრილზე, ახლა პასტას რომ ვერ აგდებს ხელიდან

“უნდა ვიცოდეთ, რომ ივანიშვილი იყო როდიონოვის, ალექსანდრე ლებედის იდეოლოგი და დამფინანსებელი. ეს მეტყველებს ფარისევლობაზე, მეტყველებს ივანიშვილის ფარისევლობაზე და იმაზე,რომ მას ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, უცებ გახდა ზვიადისტი, ხიბულაში აღმოჩნდა, ხელისუფლებაში მოსვლიდან შვიდი წლის შემდეგ და ზუგდიდის მერის არჩევნების წინ,“-ამბობს გიორგი კაპანაძე.

კომენტარები

2019-04-08
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ყველამ იცის, რომ ივანიშვილი 9 აპრილის “მთავარ გმირს”, გენერალ ლებედს საარჩევნო კამპანიას უფინანსებდა – ჭიაბერაშვილი ივანიშვილს ფარისეველს უწოდებს

შემდეგი სტატია

ივანიშვილი ამ წერილში ისევ ითხოვს, რომ ქართველი ერი მას დაელოდოს

მსგავსი სტატიები

უნდა ხელისუფლებას რევოლუცია? მიიღებს მშვიდობიან რევოლუციას – ნათელაშვილი ივანიშვილის სახლთან მასობრივ აქციას აანონსებს

უნდა ხელისუფლებას რევოლუცია? მიიღებს მშვიდობიან რევოლუციას – ნათელაშვილი ივანიშვილის სახლთან მასობრივ აქციას აანონსებს

ირაკლი შალიკაშვილი 28 მარ 2019
ქართულ ოცნებას“ არ აქვს ინტერესი, ჩუმი და დაფარული ხარჯები გაიღოს, რომ ესა თუ ის პოლიტიკური რეკლამა გავიდეს საზოგადოებაში

ქართულ ოცნებას“ არ აქვს ინტერესი, ჩუმი და დაფარული ხარჯები გაიღოს, რომ ესა თუ ის პოლიტიკური რეკლამა გავიდეს საზოგადოებაში

ირაკლი შალიკაშვილი 16 ივლ 2020

„მაშინ მაჟორიტარული სისტემა საერთოდ უნდა უარყოს მთელმა მსოფლიომ“

10 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

  • კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

  • თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

    თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

  • არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

    არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

  • თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

    თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

  • საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

    საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

  • დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

    დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

  • ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

    ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

  • ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

    ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

  • გია ხუხაშვილი: ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში

    გია ხუხაშვილი: ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge