NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტს შეხვდა

08 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 707 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ირაკლი კობახიძე, რომელიც დოჰაში საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას, კავშირის პრეზიდენტს გაბრიელა კუევას ბარონს შეხვდა.

მხარეებმა 2020 წელს საქართველოში ახალგაზრდა პარლამენტარების გლობალური კონფერენციის გამართვის საკითხი განიხილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ კავშირის პრეზიდენტი სამიტის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე IPU-სა და საქართველოს შორის. გამოიხატა მხარდაჭერა IPU-ს პრეზიდენტის მხრიდან ამ თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. ჩვენ გვაქვს ასევე შეტანილი მომავალი წლისთვის გაზაფხულისთვის განაცხადი იმის თაობაზე, რომ ახალგაზრდა პარლამენტარების გლობალური სამიტი IPU-ს ფორმატში ჩატარდეს საქართველოში და პრეზიდენტმა გამოხატა საკუთარი პირადი მხარდაჭერა ამ საკითხის მიმართ და იმედი გვაქვს, რომ IPU საბოლოოდ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას სამიტის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე.

“იმართება ორმხრივი შეხვედრები ასამბლეის ფორმატში სხვადასხვა პარლამენტის თავმჯდომარესთან სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რა თქმა უნდა განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, ამ კუთხით ჩვენთვის მნიშვნელოვანია კავშირების გაღრმავება,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

2019-04-08
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპოზიციამ მოაწყო მოკლე შოუ – თალაკვაძე ოპონენტებს საბანკო რეგულაციების თემით სპეკულირებაში ადანაშაულებს

შემდეგი სტატია

თეგეტა აკადემია აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე

მსგავსი სტატიები

„მეტი არაა ჩემი მტერი ხელისუფლებაში ვინმემ სწორი დასკვნები გამოიტანოს აქედან“

სოსო ელისაშვილი 31 ოქტ 2018
პრეზიდენტმა აშშ-ს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

პრეზიდენტმა აშშ-ს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

27 აგვ 2018

პარლამენტის ბიუროზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირდა

05 იან 2018

უახლესი ამბები

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge