NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»TBC ბანკის საქმე და საბანკო რეგულაციები – ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში ელოდებიან

TBC ბანკის საქმე და საბანკო რეგულაციები – ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში ელოდებიან

05 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 710 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“თიბისი ბანკის” სკანდალური საქმე პარლამენტში მწვავე დებატების მიზეზი, დღეს კიდევ ერთხელ გახდება. სესიაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ელოდებიან, რომელიც მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის შესახებ შეკითხვების ადრესატი იქნება.

ამ საკითხზე კობა გვენეტაძისგან პასუხგაუცემელ შეკითხვებზე განმარტებებს ოპოზიცია მოითხოვს.

„აქ იკვეთება პოლიტიკური დევნის მიზნით ეროვნული ბანკის გამოყენების ნიშნები. ამიტომ შეკითხვა გვაქვს დამოუკიდებლად მოქმედებდა თუ არა ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში,“-აცხადებს ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი.

საბანკო რეგულაციები იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც “ევროპული საქართველოს” წევრები ისაუბრებენ. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, აღნიშნულმა რეგულაციებმა 10 ათასობით მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

Related image“კობა გვენატაძეს უბრალოდ უნდა, ფორმალურად შეასრულოს რეგლამენტი, მოვიდეს პლენარულ სხდომაზე, სადაც მას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა უბრალოდ გადაეფარება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ ყველაზე მთავარი პრეტენზია გვაქვს იმ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებმაც 10 ათასობით მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი “თიბისის” საქმე ამ დროისთვის ინტერესის საგანს აღარ წარმოადგენს.

Related image„ბატონმა კობამ, თავისი დამოუკიდებლობა თავის დამოუკიდებელ აზროვნებაში უნდა იპოვოს, ვიდრე რეგლამენტის საკუთარ ინტერპრეტაციაში. მე ვფიქრობ, რომ ის კომიტეტზე ყოველთვის უნდა მოვიდეს, როდესაც ამის მოთხოვნა იქნება. ჩვენ მისგან არც აღიარებით ჩვენებას ველოდებით და არც რაიმე მინიშნებებს. მან უნდა განმარტოს უბრალოდ, რა იყო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაცია,“-განაცხადა რომან კაკულიამ.

კობა გვენეტაძე დეპუტატებს ეროვნული ბანკის საქმიანობის ანგარიშსაც გააცნობს,რომლის დროსაც ის ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ ისაუბრებს.

კომენტარები

TBC ბანკის საქმე ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციები 2019-04-05
სოსო ელისაშვილი
Tags TBC ბანკის საქმე ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ცარიელი დარბაზი – თავდაცვის მინისტრის პასუხებს რამდენიმე დეპუტატი უსმენს

შემდეგი სტატია

ხელისუფლებას ჰგონია, რომ თუ რუსეთს არ დაარქმევს მტერს, რამე შეიცვლება – ანალიტიკოსები თავდაცვის მინისტრის მოხსენებას სამარცხვინოს უწოდებენ

მსგავსი სტატიები

საქართველოს მთავრობამ „სამოქალაქო აქტების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობამ „სამოქალაქო აქტების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

04 აპრ 2018

დედაქალაქის მერიამ თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს ხარვეზების გამოსასწორებლად ათდღიანი ვადა მისცა

25 დეკ 2017
„მოპირკეთების გარეშე ახალი საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში მიღება არ მოხდება“

„მოპირკეთების გარეშე ახალი საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში მიღება არ მოხდება“

14 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge