NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სახელმწიფო მანქანა თქვენი ჩაყოლებით დაკავებულია ივანიშვილის მიერ ამოჩემებული ადამიანის განადგურებით – ხოშტარია გვენეტაძეს მიმართავს

სახელმწიფო მანქანა თქვენი ჩაყოლებით დაკავებულია ივანიშვილის მიერ ამოჩემებული ადამიანის განადგურებით – ხოშტარია გვენეტაძეს მიმართავს

05 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 343 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ფულის გამთეთრებლის იარლიყი რომ მიაწება ამ კაცს, თქვენ ცალკე ხართ? მაშინ გვითხარით, რომ პროკურატურამ ტყუილად მიაწება ეს, არასწორი იყო ეს და თქვენ ამას არ ეთანხმებით. ამასაც ვერ გვეუბნებით. ყველაფერი გააკეთეთ და ახლა იძახით, არ ვიცი, ამას ვერ ვიტყვიო, ახლა მაინც დაიჭირეთ მკაფიო პოზიცია და კრიმინალური ოპერაციიდან გამოძვერით,“ – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელიც პარლამენტში მოხსენებით წარდგა.

ოპოზიციის წარმომადგენელს კობა გვენეტაძესთან „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მწვავე კითხვები ჰქონდა. ელენე ხოშტარიამ ბანკსა და მის დამფუძნებლებზე შეტევას კრიმინალური ოპერაცია უწოდა.

ხოშტარიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებითაც დაუსვა შეკითხვები.

ელენე ხოშტარია-ის სურათის შედეგი„ნამდვილად გასაგებია, აქამდეც გასაგები იყო, რატომ არ გინდათ კომიტეტზე მოსვლა, რატომ არ გინდოდათ „თიბისის“ წარმომადგენლებთან ამ საკითხებზე საუბარი და ისიც გასაგებია, მთელი „ქართული ოცნება“ შავზე თეთრით მტკიცებით როგორ ამტკიცებს, რომ საკომიტეტო და პლენარულ მოსმენებს შორის განსხვავება არ არის. სახელმწიფო მანქანა თქვენი ჩაყოლებით ამ პროცესში არის დაკავებული კანონის დარღვევით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ამოჩემებული ადამიანის განადგურებით. ბატონი მამუკა ხაზარაძე, როცა იყო კომიტეტზე, კონკრეტულ გარემოებებზე საუბრობდა, პირად საუბარზე, სადაც თქვენ მას ჰპირდებოდით წერილს, სადაც იქნებოდა ახსნილი, რომ ფულის გათეთრების პრობლემა არ არის. იყო საუბარი, რომ ამ წერილის სანაცვლოდ მას ეუბნებოდით, რომ თანამდებობიდან გადამდგარიყო,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

2019-04-05
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სამეთვალყურეო საბჭო თავის მოვალეობას ხაზარაძე-ჯაფარიძის დომინანტური გავლენის გამო ჯეროვნად ვერ ასრულებდა

შემდეგი სტატია

როგორც საბანკო სექტორის პასუხისმგებელი პირი, პროკურატურის საქციელს გმობთ თუ არა – გიგა ბოკერია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართავს

მსგავსი სტატიები

“ძლიერთა თამაშებიდან” ქართველი სამხედროები ოქროს მედლებით დაბრუნდნენ

სოსო ელისაშვილი 29 ოქტ 2018
მირანდა ფაღავას ადვოკატი მიიჩნევს, რომ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა არაადეკვატური სასჯელი იქნება დამნაშავისთვის

მირანდა ფაღავას ადვოკატი მიიჩნევს, რომ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა არაადეკვატური სასჯელი იქნება დამნაშავისთვის

01 თებ 2018
საგარეო საქმეთა მინისტრმა კანცლერის მრჩეველთან ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილა

საგარეო საქმეთა მინისტრმა კანცლერის მრჩეველთან ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილა

18 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge