NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სამეთვალყურეო საბჭო თავის მოვალეობას ხაზარაძე-ჯაფარიძის დომინანტური გავლენის გამო ჯეროვნად ვერ ასრულებდა

სამეთვალყურეო საბჭო თავის მოვალეობას ხაზარაძე-ჯაფარიძის დომინანტური გავლენის გამო ჯეროვნად ვერ ასრულებდა

05 აპრ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 955 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი ბანკის საქმე – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლების მოთხოვნას განმარტავს.

კობა გვენეტაძის თქმით, სწორედ სამეთვალყურეო საბჭოს ევალება ბანკის აქციონერების ინტერესების დაცვა, რასაც ხაზარაძე-გვენეტაძის გავლენების გამო ვერ ახერხებდა.

„თიბისი ბანკში ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ჩვენ პირველ რიგში, სამეთვალყურეო საბჭოს გაძლიერებითა და დამოუკიდებელი წევრების როლის გაზრდით ვცდილობდით. სწორედ სამეთვალყურეო საბჭოს მოვალეობაა, ბანკის აქციონერების ინტერესების დაცვა, რასაც საბჭო ჯეროვნად ვერ ახერხებდა თავმჯდომარის და მისი მოადგილის დომინანტური გავლენის გამო. ეს ყველაფერი 2018 წლის შემოწმებით არ დაწყებულა, როგორც ამის წარმოჩენა ბევრს სურს,“ – განაცხადა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ბანკში ინტერესთა კონფლიქტის გამო მიიღო ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილება და ჩამოაშორა მმართველ რგოლს ხაზარაძე-ჯაფარიძე.

„ხაზგასასმელია, რომ ეროვნულ ბანკში ჩემი მოსვლის შემდეგ და მანამდეც, “თიბისი ბანკის” ზედამხედველობის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ დაკავშირებული პირების დაკრედიტება და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები იყო. მსურს აღვნიშნო, რომ ბანკის დამფუძნებელი ადმინისტრატორების ბიზნესებთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების გამო ბოლო წლებში ეროვნულ ბანკს არაერთხელ მოუწია ზომების მიღება, თუმცა ჩვენ ამ თემებზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ვინაიდან საზედამხედველო ღონისძიებები კანონმდებლობის მიხედვით არის კონფიდენციალური,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა ორი თვის წინ მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 11 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე.

საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. თიბისი ბანკმა სებ-ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვეს.

კომენტარები

თავის მოვალეობა თიბისი ბანკის საქმე სამეთვალყურეო საბჭო 2019-04-05
სოსო ელისაშვილი
Tags თავის მოვალეობა თიბისი ბანკის საქმე სამეთვალყურეო საბჭო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზალკალიანის ვიზიტი არაფერ კავშირშია მომხდართან – პრემიერი ბარსელონაში ქართველების დაკავებაზე

შემდეგი სტატია

სახელმწიფო მანქანა თქვენი ჩაყოლებით დაკავებულია ივანიშვილის მიერ ამოჩემებული ადამიანის განადგურებით – ხოშტარია გვენეტაძეს მიმართავს

მსგავსი სტატიები

„ჩვენი საკრებულოს წევრები ყოველთვის კეთილსინდისიერად ავსებენ დეკლარაციებს“

„ჩვენი საკრებულოს წევრები ყოველთვის კეთილსინდისიერად ავსებენ დეკლარაციებს“

06 ოქტ 2017
გახდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირეები – ჰელსინკის კომისიის განცხადებას შეფასებები მოჰყვა

გახდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირეები – ჰელსინკის კომისიის განცხადებას შეფასებები მოჰყვა

ირაკლი შალიკაშვილი 13 მარ 2022
საქართველოს პარლამენტის საქმიანობა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით კიდევ უფრო ინტენსიური გახდება

საქართველოს პარლამენტის საქმიანობა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით კიდევ უფრო ინტენსიური გახდება

სოსო ელისაშვილი 05 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge