NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“იდეა, რომ საქართველო მიისწრაფის ნატო-ს წევრობისკენ არის პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ, ძალიან საშიშია”

“იდეა, რომ საქართველო მიისწრაფის ნატო-ს წევრობისკენ არის პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ, ძალიან საშიშია”

05 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 1160 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის მიზნით გადადგმული ნაბიჯები და ნატო საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება – ალიანსის მინისტერიალის მეორე დღე იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენციით დასრულდა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა „რუსთავი 2“-ის კითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, ნატოს სამხედრო კონტინგენტის ყოფნა შავი ზღვის რეგიონში ალიანსის უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს. გენერალურ მდივნის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ შეთანხმებით, ღონისძიებათა ახალ პაკეტი ნატოს უახლოეს პარტნიორებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან, თანამშრომლობის გაღრმავებასაც გულისხმობს.

დაკავშირებული სურათი„ვფიქრობ, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველო და უკრაინა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოებია, რომლებსაც აქვს უფლება აირჩიონ საკუთარი მომავალი. თავად იდეა, რომ საქართველო მიისწრაფის ნატო-ს წევრობისკენ არის პროვოკაცია რუსეთს წინააღმდეგ, ძალიან საშიშია. რადგან ასეთ შემთხვევაში მისაღებად მივიჩნევთ იმასაც, რომ რუსეთს აქვს უფლება გადაწყვიტოს რისი გაკეთება შეუძლიათ მის მეზობლებს. მე ნორვეგიიდან ვარ, პატარა ქვეყნიდან, რომელიც ასევე რუსეთს ესაზღვრება. და ძალიან მოხარული ვარ, რომ 1949 წელს, ნატოში გაწევრიანების შემდეგ, ალიანსის დამაარსებელი ქვეყნები არასდროს დათანხმდებოდნენ იმას, რომ საბჭოთა კავშირს გადაეწყვიტა, რისი უფლება ჰქონდა ნორვეგიას.

“ზუსტად ასე, საქართველოსა და უკრაინას აქვსთ უფლება აირჩიონ საკუთარი გზა. მათ ეს გადაწყვეტილება დემოკრატიული პროცესების შედეგად მიიღეს. ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ და არასდროს უნდა დავთანხმდეთ იდეას, რომ სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება მიუღებელია, რადგან მის დიდ მეზობელს ეს არ მოსწონს. მხოლოდ ასპირანტ ქვეყნებსა და ნატოზეა დამოკიდებული, როდის გახდებიან ისინი ალიანსის წევრები,”- განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

მიისწრაფის პროვოკაცია ძალიან საშიშია 2019-04-05
სოსო ელისაშვილი
Tags მიისწრაფის პროვოკაცია ძალიან საშიშია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბატონმა კობამ, დამოუკიდებლობა თავის დამოუკიდებელ აზროვნებაში უნდა იპოვოს, ვიდრე რეგლამენტის საკუთარ ინტერპრეტაციაში

შემდეგი სტატია

“ერთად სახლში” – მთავრობის ადმინისტრაციასთან ახალგაზრდები მდუმარე აქციას მართავენ

მსგავსი სტატიები

პროპორციული არჩევნები ჩააგდეთ და ახლა მცდელობა, თავი პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალად წარმოაჩინოთ, არ გამოგივათ

პროპორციული არჩევნები ჩააგდეთ და ახლა მცდელობა, თავი პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალად წარმოაჩინოთ, არ გამოგივათ

ირაკლი შალიკაშვილი 23 ივნ 2020

კომუნიკაციების კომისია მედიისთვის კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს

11 სექ 2018

პარლამენტში ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლას კვლავ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

22 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge