TBC ბანკის საქმე და საბანკო რეგულაციები – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ორი მთავარი კითხვა აქვთ.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ისინი კობა გვენეტაძეს ჰკითხავენ, დაინახა თუ არა ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის საქმეში ფულის გათეთრების დანაშაული.
„ყველაზე მთავარი საკითხი არის კობა გვენეტაძესთან შემდეგი კითხვა: თუ პროკურატურა აცხადებდა, რომ საქმე დაიწყო ფულის გათეთრების ნიშნებით, დაინახა თუ არა ეროვნულმა ბანკმა და პირადად კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ გამოძიებაში ფულის გათეთრების ნიშნები. მთავარი პრეტენზია ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან არის ის საბანკო რეგულაციები,რომელმაც ათიათასობით ადამიანი აზარალა,“-აცხადებს ჭიაბერაშვილი.
რაც შეეხება საბანკო რეგულაციებს, ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა ახალ საბანკო რეგულაციებს გადახედოს.
კომენტარები