ბატონმა კობამ, დამოუკიდებლობა თავის დამოუკიდებელ აზროვნებაში უნდა იპოვოს, ვიდრე რეგლამენტის საკუთარ ინტერპრეტაციაში – ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან კაკულიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისამართით გააკეთა.
ეროვნულმა ბანკმა ერთდროულად ორი საპარლამენტო კომიტეტისგან მიიღო მოწვევა, თუმცა კობა გვენეტაძემ კომიტეტზე მისვლის ნაცვლად კანონმდებლებს საკითხების პლენარულ სხდომაზე განხილვა შესთავაზა. გვენეტაძე სესიაზე საკუთარი სურვილით მიდის. მმართველი გუნდის წევრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სწორედ ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ბატონმა კობამ, თავისი დამოუკიდებლობა თავის დამოუკიდებელ აზროვნებაში უნდა იპოვოს, ვიდრე რეგლამენტის საკუთარ ინტერპრეტაციაში. მე ვფიქრობ, რომ ის კომიტეტზე ყოველთვის უნდა მოვიდეს, როდესაც ამის მოთხოვნა იქნება. ჩვენ მისგან არც აღიარებით ჩვენებას ველოდებით და არც რაიმე მინიშნებებს. მან უნდა განმარტოს უბრალოდ, რა იყო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაცია,“-განაცხადა რომან კაკულიამ.
კობა გვენეტაძეს ოპოზიციის წევრები რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებენ.
კომენტარები